ევროპის საბჭოს შესახებ
ევროპის საბჭო წარმოადგენს ევროპის კონტინენტზე ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას.
ევროპის საბჭოში გაწევრიანებულია 47 სახელმწიფო, რომელთაგანაც 28 ევროკავშირის წევრია. ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო ხელს აწერს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომელიც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილ იურიდიულ დოკუმენტს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ზედამხედველობს აღნიშნული კონვენციის შესრულებას ევროპის საბჭოში გაწევრიანებულ 47 ქვეყანაში. ცალკეულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ სტრასბურგში არსებულ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ადამიანის უფლებათა დარღვევის თაობაზე საქმის წარმოების მიზნით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული საქმე უკვე განხილული იქნება შესაბამის სახელმწიფოში არსებული ყველა ინსტანციის მიერ. ევროკავშირი ემზადება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე ხელმოწერისათვის, რომლის საფუძველზეც შეიქმნება ერთიანი ევროპული სამართლებრივი სივრცე იმ 820 მილიონი მოქალაქისათვის, რომელიც ევროკაშირის მოქალაქედ მიიჩნევა.
დამატებითი ინფორმაცია ევროპის საბჭოს შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: www.coe.int