პროექტის – „ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში“ – შესახებ
ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში
ვებგვერდი “Living Democracy” არის მრავალენოვანი საგანმანათლებლო რესურსი, რომლის მიზანია, უსასყიდლოდ მიაწოდოს ინფორმაცია მკითხველს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ. წარმოდგენილი საგანმანათლებლო რესურსები მომზადებულია სხვადასხვა ქვეყნის განათლების ექსპერტთა მიერ, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.
ვებგვერდზე წარმოდგენილი საგანმანათლებლო მასალების პრინციპი ეფუძნება იდეას, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლება მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, აქტიური როლი ითამაშონ როგორც სასკოლო, ისე თავიანთ საცხოვრებელ გარემოში, პრაქტიკული რეკომენდაციებით ეხმარება მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და მშობლებს, სწორად წარმართონ ბავშვებთან მუშაობა.
მოსახერხებელი სტრუქტურა საშუალებას აძლევს მკითხველს, ადვილად მოიძიოს მასალა საჭირო თემისა თუ სიტყვის მეშვეობით.
ვებგვერდი www.living-democracy.com გთავაზობთ რესურსებს მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, სკოლის დირექტორებისა და მშობლებისთვის.
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლება – კონცეფცია
დემოკრატიული განათლება მოიცავს სამ დონეს:
- კლასი – როგორც მცირე ზომის საზოგადოება, რომელიც, არაერთ შესაძლებლობასთან ერთად, დემოკრატიული განათლების პირველ გამოცდილებებს გვთავაზობს.
- სკოლა – როგორც გაფართოებული საზოგადოება.
- საზოგადოება – სადაც ბავშვები და მოზარდები იღებენ გამოცდილებას, თუ რას გულისხმობს მონაწილეობა სკოლის გარეთ თავიანთი ინტერესების დაცვის გზით.
ვებგვერდი “Living Democracy” გთავაზობთ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა განათლების შესახებ მასალებს, რომელთა მიზანია სასწავლო პროცესის გაუმჯობესება და მოსწავლეების აღჭურვა საჭირო რესურსით. ვებგვერდის ცალკეული სექციები ეძღვნება იმ კომპეტენციებსა და პრინციპებს, რომლებიც საჭიროა სკოლების დემოკრატიული მმართველობისა და მშობელთა მხარდაჭერისათვის.