იურიდიული დოკუმენტები

Home » EDC/HRE material » იურიდიული დოკუმენტები

კონვენცია, რომელიც თქვენს უფლებებსა და თავისუფლებებს იცავს (ადამიანის უფლებები)

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ პირველ კონვენციას და ევროპის საბჭოს მიერ გახორციელებული ნებისმიერი საქმიანობის ქვაკუთხედს. იგი მიღებულ იქნა 1950 წელს და ძალაში შევიდა 1953 წელს. ევროპის საბჭოში გაერთიანებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ზედამხედველობს აღნიშნული კონვენციის შესრულებას ევროპის საბჭოში გაწევრიანებულ 47 სახელმწიფოში. ცალკეულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ სტრასბურგში არსებულ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ადამიანის უფლებათა დარღვევის თაობაზე საქმის წარმოების მიზნით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული საქმე უკვე განხილული იქნება შესაბამის სახელმწიფოში არსებული ყველა ინსტანციის მიერ. ევროკავშირი ემზადება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე ხელმოწერისათვის, რომლის საფუძველზეც შეიქმნება ერთიანი ევროპული სამართლებრივი სივრცე იმ 820 მილიონი მოქალაქისათვის, რომელიც ევროკაშირის მოქალაქედ მიიჩნევა.

დამატებითი ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ ხელმისაწვდომია ევროპის საბჭოს ვებგვერდზე

 

ევროპის სოციალური ქარტია

ევროპის სოციალური ქარტია წარმოადგენს ევროპის საბჭოს იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვას. ევროპის სოციალური ქარტია მიღებული იქნა 1961 წელს, ხოლო ევროპის სოციალური ქარტიის შესწორებული ვარიანტი მიღებულ იქნა 1996 წელს.

სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი ზედამხედველობს და აკონტროლებს, თუ რამდენად სრულდება წევრ ქვეყნებში ევროპის სოციალური ქარტიის, 1988 წელს მიღებული მისი დამატებითი ოქმისა და ევროპის განახლებული სოციალური ქარტიის მოთხოვნები.

იხილეთ ევროპის სოციალური ქარტიის სრული ტექსტი

 

ბავშვის უფლებათა კონვენცია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ბავშვის უფლებათა შესახებ (იგივე გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, ან ბავშვის უფლებათა კონვენცია) წარმოადგენს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ იურიდიულ დოკუმენტს, რომელშიც განსაზღვრული, დადგენილი და თავმოყრილია ბავშვთა სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ჯანმრთელობისა და კულტურული უფლებები. აღნიშნული კონვენციის თანახმად, ყველა ადამიანი, ვისაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი, ითვლება ბავშვად, თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას. ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ დამატებითი იფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ Wikipedia-ში

იხილეთ ბავშვის უფლებათა კონვენციის სრული ტექსტი