ევროპის საბჭოს ქარტია

Home » ევროპის საბჭოს ქარტია

დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ

განათლება არსებით როლს თამაშობს ევროპის საბჭოს ძირითად ღირებულებათა გავრცელებაში, ღირებულებათა, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევების აღკვეთაში.

უფრო ზოგადად, განათლება სულ უფრო მეტად აღიქმება როგორც ძალადობის, ექსტრემიზმის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის და შეუწყნარებლობის აღზევებისაგან დაცვის მექანიზმი.

ამის დასტურია ორგანიზაციის 47 წევრის მიერ, რეკომენდაციის CM/Rec (2010)7 ფარგლებში მიღებული ევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ. ქარტიაზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, იგი შედეგია ფართომასშტაბიანი კონსულტაციებისა და არ შეიცავს ვალდებულებებს.

ქარტია წარმოადგენს სახელმძღვანელოს მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების სფეროში ჩართული პირებისათვის. ვიმედოვნებთ, რომ იგი გახდება წევრ-სახელმწიფოთა მხრიდან ამ მიმართულებით გახორციელებული ქმედებების სახელმძღვანელო და კატალიზატორი, ისევე როგორც საუკეთესო პრაქტიკის გავრცელება-დანერგვისა და სტანდარტების ამაღლების საშუალება, როგორც ევროპის ფარგლებში, ასევე, მის მიღმა.


  • Democratic governance of schools

    სკოლების დემოკრატიული მმართველობა

  • How all teachers can support citizenship and human rights education: a framework for the development of competences

    როგორ შეუძლია ყველა მასწავლებელს ხელი შეუწყოს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას: კომპეტენციათა განვითარების ჩარჩო

  • Strategic support for decision makers Policy tool for education for democratic citizenship and human rights

    გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ პირთა სტრატეგიული მხარდაჭერა

  • Tool for Quality Assurance of Education for Democratic Citizenship in Schools

    სკოლებში დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ინსტრუმენტი

  • School–community–university partnerships for a sustainable democracy: Education for democratic citizenship in Europe and the United States of America

    პარტნიორობა სკოლას, საზოგადოებასა და უნივერსიტეტს შორის მდგრადი დემოკრატიის უზრუნველსაყოფად

    დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში