პოლიტიკა წარმოადგენს პროცესს, რომლის საშუალებითაც ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ იცხოვრონ ერთად - ოჯახის, სკოლისა თუ სახელმწიფოს ფარგლებში. მთავრობა წარმოადგენს სისტემას, რომლის საშუალებითაც წარმოებს გადაწყვეტილებების მიღება. [...]
ჩვენი იდენტობა წარმოადგენს ჩვენი პიროვნულობის შეცნობის შედეგს - ჩვენი ხედვით, როგორ პიროვნებას წარმოვადგენთ ჩვენ. ის, თუ როგორად აღვიქვამთ ჩვენს პიროვნებას, დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა გარემო პირობებში ვიმყოფებით და ჩვენი ეს აღქმა იცლება გარემო პირობების ცვლილებასთან ერთად. [...]
წესების არსებობის არსს წარმოადგენს გაუგებრობისა და შეხლა-შემოხლის თავიდან აცილება, სამართლიანობის უზრუნველყოფა და მოვლენათა უმტკივნეულოდ განვითარების ხელშეწყობა - იქნება ეს ოჯახში, სკოლაში თუ, უბრალოდ, თამაშის დროს. კანონის არსიც ანალოგიურია, მხოლოდ, [...]
ადამიანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უფლებას წარმოადგენს ინფორმაციისა და იდეების თავისუფლად, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევის გარეშე, გადაცემისა და მიღების უფლება. აღნიშნული თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისათვის. [...]
განსხვავებულ პრიორიტეტებზე, საჭიროებებსა და ინტერესებზე კამათი ყველა საზოგადოებაში ცხოვრების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ზოგიერთი საზოგადოება ცდილობს ამგვარი კონფლიქტების დამალვასა და მიჩქმალვას, თვლის რა, რომ მათზე ფიქრი და საუბარი სოციალურ ჰარმონიას არღვევს. თუმცა [...]
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები არსებობს იმისათვის, რათა მათთვის ბედნიერი ცხოვრება უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს მათ თვითრეალიზებას. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები საყოველთაო ხასიათის არის, ანუ ვრცელდება ყველაზე, მიუხედავად მათი წარმომავლობისა და იმ პოზიციისა [...]
ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული ღირებულებები და სხვადასხვა ცხოვრების წესი. ზოგიერთი საზოგადოება ცდილობს მრავალფეროვნების ჩახშობას, აიძულებს რა მის წევრებს, ერთ, „ოფიციალურად“ მიღებულ ცხოვრების წესს დაექვემდებარონ და აღიარონ ღირებულებები [..]
იმისათვის, რომ ყველა ადამიანმა შეძლოს ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა, საკმარისი არ არის ამ უფლებებისა და თავისუფლებების მხოლოდ კანონებში შეტანა. კანონი, თავისთავად, ვერ უზრუნველყოფს ყველაფერს - საჭიროა თითოეულმა პიროვნებამ აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. [...]
ყველა ადამიანი იბადება ერთნაირი საჭიროებებით და სურვილებით. ჩვენ ყველას გვინდა უსაფრთხოება, პატივისცემა და გადწყვეტილების მიღების უფლება. ამიტომაც ადამიანის უფლებები და თვისუფლებები ყველას თანაბრად ეხება. თუმცა თანასწორობა ყოველთვის არ ნიშნავს თანასწორ მოპყრობას. [...]