მრავალფეროვნება და პლურალიზმი

diversity-pluralism

ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული ღირებულებები და სხვადასხვა ცხოვრების წესი. ზოგიერთი საზოგადოება ცდილობს მრავალფეროვნების ჩახშობას, აიძულებს რა მის წევრებს, ერთ, „ოფიციალურად“ მიღებულ ცხოვრების წესს დაექვემდებარონ და აღიარონ ღირებულებები, რომლებიც „ოფიციალურად“ არის დამტკიცებული მაშინ, როცა, ადამიანის უფლებების ძირითად ასპექტს წარმოადგენს ადამიანებისათვის თავისუფალი არჩევანის მინიჭება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ საკუთარი ცხოვრება საკუთარი არჩევანის შესაბამისად წარმართონ. საზოგადოება, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, უნდა იყოს პლურალური, ანუ თანაბარ პატივისცემას უნდა იჩენდეს ცხოვრების ყველანაირი წესის მიმართ. ამის მიღწევა სირთულეებს უკავშირდება, როდესაც საზოგადოებაში არსებული ღირებულებები და ცხოვრების სხვადასხვა წესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. სკოლაში ახალგაზრდები აცნობიერებენ საკუთარი სკოლის საზოგადოებაში არსებულ მრავალფეროვნებას. ისინი სწავლობენ, თუ როგორ იქმნება პატივისცემის გარემო, საკითხებზე მსჯელობის, ურთიერთგაგებისა და დათმობაზე წასვლისათვის მზადყოფნის გამოთქმის საშუალებით.