თანასწორობა
ყველა ადამიანი იბადება ერთნაირი საჭიროებებით და სურვილებით. ჩვენ ყველას გვინდა უსაფრთხოება, პატივისცემა და გადწყვეტილების მიღების უფლება. ამიტომაც ადამიანის უფლებები და თვისუფლებები ყველას თანაბრად ეხება. თუმცა თანასწორობა ყოველთვის არ ნიშნავს თანასწორ მოპყრობას. მაგალითად, უსამართლო იქნება ეტლით მოსარგებლემ კიბით ისარგებლოს, მაგრამ სამართლიანი – გამოცდა ჩვეულებრივ ჩააბაროს. სკოლაში მოსწავლეები განიხილავენ თანასწორობის საკითხს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისინი სწავლობენ თანასწორობას, სადაც ყველას ერთნაირად ეპყრობიან და თანასწორობას, სადაც ზოგიერთ ადამიანს განსხვავებული მოპყრობა სჭირდება.