იდენტობა

identityჩვენი იდენტობა წარმოადგენს ჩვენი პიროვნულობის შეცნობის შედეგს – ჩვენი ხედვით, როგორ პიროვნებას წარმოვადგენთ ჩვენ. ის, თუ როგორად აღვიქვამთ ჩვენს პიროვნებას, დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა გარემო პირობებში ვიმყოფებით და ჩვენი ეს აღქმა იცლება გარემო პირობების ცვლილებასთან ერთად. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მაგალითად, ახალგაზრდა ადამიანი ორ, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ პიროვნებად გვევლინებოდეს ოჯახში და სკოლაში. იდენტობა ნაწილობრივ პირად არჩევანზეა დამოკიდებული და ნაწილობრივ განპირობებულია იმით, თუ როგორად აღგვიქვამენ ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები – რაც ხშირ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს უმცირესობათა ჯგუფებისათვის. სკოლაში ყალიბდება ახალგაზრდების იდენტობა და ახალგაზრდები ეცნობიან იმას, თუ როგორ გავლენას ახდენს დამკვიდრებული ცრუ შეხედულებები და სტერეოტიპები ადამიანის თვითშეფასებასა და იდენტობის ჩამოყალიბებაზე. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებში იმ თავდაჯერებულობის განვითარებას, რომელიც საჭიროა დისკრიმინაციასთან და ჩაგვრა-დაშინებასთან (ბულინგთან) გასამკლავებლად.