მედია

mediaადამიანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უფლებას წარმოადგენს ინფორმაციისა და იდეების თავისუფლად, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევის გარეშე, გადაცემისა და მიღების უფლება. აღნიშნული თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისათვის. მედია ემსახურება ადამიანების უზრუნველყოფას იმ შესაძლებლობებით, რომელიც გულისხმობს ინფორმაციაზე თავისუფალ წვდომასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ საკუთარი მოსაზრებების ერთმანეთში თავისუფლად გაცვლა-გამოცვლას – რაც არსებითად მნიშვნელოვანია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებისათვის. თუმცა, მედია, ასევე, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობისა და მანიპულირების საშუალება. სკოლებში ახალგაზრდები ეცნობიან მედიის დატვირთვას მათ საზოგადოებაში და ცდილობენ, გაარკვიონ, თუ რა მოტივი გააჩნიათ ამ მედიასაშუალებებზე პასუხისმგებელ პირებს – განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება სოციალურ მედიას. ისინი სწავლობენ, კრიტიკულად მიუდგნენ მიღებულ ინფორმაციას და დაადგინონ და გაშიფრონ, თუ რა „გზავნილს“ შეიცავს ინფორმაცია, რომელსაც ისინი იღებენ.