პასუხისმგებლობა

responsibilityიმისათვის, რომ ყველა ადამიანმა შეძლოს ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა, საკმარისი არ არის ამ უფლებებისა და თავისუფლებების მხოლოდ კანონებში შეტანა. კანონი, თავისთავად, ვერ უზრუნველყოფს ყველაფერს – საჭიროა თითოეულმა პიროვნებამ აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. ადამიანები მზადყოფნას უნდა გამოთქვამდნენ როგორც საკუთარი, ასევე, სხვათა უფლებების დასაცავად და მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ დათმონ ზოგიერთი საკუთარი თავისუფლება იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სხვათა უფლებების დასაცავად. სკოლებში მოსწალვეები აცნობიერებენ საკუთარ მორალურსა თუ სამართლებრივ პასუხისმგებლობებს, რომლებიც საზოგადოების წევრობას უკავშირდება. მოსწავლეები სწავლობენ, როგორ გადაინაწილონ პასუხისმგებლობა, რომელსაც მათ სკოლის საზოგადოების წევრობა და ასევე, სკოლის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობები აკისრებ.