უფლებები და თავისუფლებები
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები არსებობს იმისათვის, რათა მათთვის ბედნიერი ცხოვრება უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს მათ თვითრეალიზებას. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები საყოველთაო ხასიათის არის, ანუ ვრცელდება ყველაზე, მიუხედავად მათი წარმომავლობისა და იმ პოზიციისა, რომელიც მათ საზოგადოებაში უკავიათ. ხელშეუვალი, ანუ „აბსოლუტური“ უფლებები და თავისუფლებები წარმოადგენს იმ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში და არანაირი გარემოების არსებობისას არ უნდა დაირღვეს, მაგალითად, წამების აკრძალვა. დათქმითი, ანუ „კვალიფიციური“ უფლებები, მეორე მხრივ, შესაძლებელია შეიზღუდოს, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხარჯზე, მაგალითად, საპროტესტო დემონსტრაციის აკრძალვა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის მიზნით. სკოლებში ახალგაზრდები ეცნობიან სხვადასხვა ტიპის უფლებებსა და თავისუფლებებს და სწავლობენ, თუ როგორ აღადგინონ წონასწორობა იმ უფლებებსა და თავისუფლებებს შორის, რომლებიც ერთმანეთთან მოდის წინააღმდეგობაში, მაგალითად, დისკუსიის დროს ერთმანეთისათვის თანაბარი დროის დათმობა, ან ავტობუსის მოლოდინში რიგის დაცვა.