ტრენინგი ღია კომუნიკაციის შესახებ

Living Democracy » Parents » 4 – 12 ბავშვები » საშინაო დავალება » ტრენინგი ღია კომუნიკაციის შესახებ

< Back < Back to Bullying < Back to Throwing a Tantrum


აქ შეხვდებით ყოველდღიურ, განსხვავებულ სიტუაციებს ბავშვებთან. თითოეულ მაგალითში, ორი განსხვავებული მშობლის რეაქციაა მოცემული. წარმოიდგინეთ, როგორ გაგრძელდებოდა ურთიერთობა მშობლების რექციიდან გამომდინარე, ჩამოწერეთ.

აღწერეთ ეს ურთიერთობა შემდეგი კითხვების დახმარებით: რომელი მშობლის რეაქცია დაგვეხმარება ბავშვის მდგომარეობის უკეთ გააზრებაში? როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ბავშვი? ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, როგორ დაეხმარა მშობელი? რომელი მშობლის რეაქციას მივყავართ კონფლიქტამდე?

სადილზე 1
4 წლის სამანტას არ უნდა საჭმლის მირთმევა. იგი მხოლოდ ერთობა კარტოფილში ჩანგლის ჩარჭობით.

ა: „სამანტა, საკმარისია! მიირთვი შენი კარტოფილი, თორემ დაძინება ზღაპრის მოსმენის გარეშე მოგიწევს!“ დედა ეუბნება სამანტას ხმამაღალი ტონით და თითს მაღლა წევს გაფრთხილების ნიშნად. ბ: „ვხედავ, რომ საჭმლით მხოლოდ ერთობი და თეფშს შეჰყურებ. ამასთან, მითხარი, რომ არაფერი გინდოდა. ვფიქრობ უბრალოდ დაღლილი ხარ და არა მშიერი. ასეა?“
როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა? როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა?

დილით ადგომა 2
10 წლის ოლივია საწოლიდან არ დგება და აცხადებს: „დღეს სკოლაში ვერ წავალ“. მას შემდეგ რაც მის გაღვიძებას მესამეჯერ შეეცდებიან, იგი მკვეთრად რეაგირებს და აცხადებს: „თავი დამანებეთ! ყველაფერი მტკივა!“

ა: “ავადმყოფობის არაფერი გეტყობა, ახლავე წამოდექი საწოლიდან! ხომ ხედავ ჩვენ ვმუშაობთ, მაშინაც კი, თუ ამის განწყობაზე არ ვართ.“ ბ: (რას იტყოდა დედა, იმ შემთხვევაში, თუ იგი ღია კომუნიკაციის მეთოდით ისარგებლებდა?)
როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა? როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა?

ოჯახური სადილი

სტივი 14 წლის არის. უკვე ორი კვირაა უარს ამბობს სადილის მირთმევაზე, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად და აცხადებს: არ მშია!“ სტივის მამას სურს რომ მან ეს ქცევა შეცვალოს.

ა: “რადგან ჩვენთან ერთად ცხოვრობ ამ სახლში, ჩვენი ოჯახის წესებს უნდა დაექვემდებარო. ამ წესებიდან ერთ-ერთი წესი ასე ჟღერს „ჩვენ სადილს ერთად მივირთმევთ“. მოდი, და დაიკავე შენი ადგილი!“ ბ: (რას იტყოდა დედა, იმ შემთხვევაში, თუ იგი ღია კომუნიკაციის მეთოდით ისარგებლებდა?)
როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა? როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა?