ღია კომუნიკაცია

Living Democracy » Parents » 4 – 12 ბავშვები » საშინაო დავალება » ღია კომუნიკაცია

< Back < Back to Bullying < Back to Throwing a Tantrum


ღია კომუნიკაცია

კომუნიკაციის დამყარება მხოლოდ სიტყვებით არ ხდება. ჩვენ ასევე ვკონტაქტობთ არავერბალური სხეულის ენით (სახის გამომეტყველებები, პოზები, ჟესტები). მეტიც, ხმის ტემბრი გამოხატავს იმასაც, თუ რამდენად გაიგეს ჩვენი საუბარი.

ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად უნდა გავითვალისწინოთ ოთხი ძირითადი ასპექტი (ინფორმაცია, ურთიერთობა, მიმართვა, საკუთარი აზრის გამოთქმა).

დასკვნა: არ არის მარტივი გადმოსცე ზუსტად ისე, როგორც გინდა რომ იყოს გაგებული (ამ შემთხვევაში მარიამი), კიდევ უფრო ძნელია, მსმენელმა ზუსტად გაიგოს მთქმელის აზრი. ამის ნათელი მაგალითია მარიამის დედა, რომელსაც არ ესმის მისი შვილის.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გულახდილი კომუნიკაცია. ის გვეხმარება, რომ ჩვენი აზრები უფრო მკაფიო და გასაგები იყოს და თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა. ზოგჯერ თავად იმ ადამიანმაც, ვინც აზრს გადმოსცემს, არ იცის ამა თუ იმ ჟესტის მნიშვნელობა. მაგალითად, ბავშვები და ჩვილები, რომლებიც ვერ უმკლავდებიან საკუთარ გრძნობებს, ხშირად ზუსტად ვერ გამოხატავენ თავიანთ გრძნობებსა და სურვილებს, არასაკმარისი საკომუნიკაციო უნარების გამო. ამიტომ მშობლები და ზრდასრულები თავად ცდილობენ გაერკვნენ (მაგალითად: ბავშვი ავადაა თუ შია? რაიმე აწუხებს, თუ უბრალოდ დაიღალა?). 9 წლის გოგონას სიტუაციის შემთხვევაში, არ იცის მან ზუსტად რა სჭირდება. ამრიგად, ეს თქვენი, როგორც მშობლის, გამოწვევაა, რომ გაუგოთ შვილს. უნდა დაითანხმოთ გულახდილ/ღია კომუნიკაციაზე და გაიგოთ მისი გაუმხელელი სურვილები.

როგორ გავხადოთ კომუნიკაცია „ღია“?

პირველი: აგრძნობინეთ თქვენს შვილს, რომ მისი გესმით და უსმენთ გულმოდგინედ. თავი შეიკავეთ მისი საუბრის მანერისა და მოქმედებების ინტერპრეტაციისგან. უკუკავშირი დაუბრუნეთ მხოლოდ იმის შესახებ, რაც მოისმინეთ ან დაინახეთ.

მეორე: უნდა შეეცადოთ და გულახდილად გაუზიაროთ თქვენი გრძნობები, ფიქრები და საჭიროებები, არ დაფაროთ ისინი.

მესამე: დიალოგსა და კომუნიკაციას დაუთმეთ შესაბამისი დრო, ამით თქვენს შვილს აგრძნობინებთ, რომ ” შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ. მე მაინტერესებს შენი ფიქრები, ემოციები, ცხოვრება”. ამგვარი დამოკიდებულება ხელს უწყობს, რომ თქვენი შვილი იყოს მეტად თავდაჯერებული.

მეტი პრაქტიკული ინფორმაციისთვის ღია კომუნიკაციის შესახებ, განაგრძეთ კითხვა აქ