ადამიანური ურთიერთობების საფუძვლები

Living Democracy » Parents » 4 – 12 ბავშვები » აგრესიული ქცევა » ადამიანური ურთიერთობების საფუძვლები

< Back


ადამიანური ურთიერთობების საფუძვლები

მოდი, ვაღიაროთ კომუნიკაციის განმარტების შემდეგი ფორმა: ყველა კომუნიკაცია არის ინფორმაცია გამცემსა და მიმღებს შორის. ბავშვები და მშობლები შესაძლებელია, რომ ორივე იყვნენ (ადამიანები, რომლებიც გაცემენ ინფორმაციას) ან მიმღებები (ადამიანები, რომლებიც იღებენ ინფორმაციას).

თქვენ ვერ იქნებით კომუნიკაციის გარეშე.მაშინ როდესაც, ხართ ჩუმად და თვალს არიდებთ სხვა ადამიანს, ეს ნიშნავს იმას, რომ :”დამანებე თავი, ჩემთვის მინდა ვიყო!”. მეტიც, ჩვილებს და პატარებსაც სურთ ჩვენთან კომუნიკაცია. ისინი ამას აკეთებენ არავერბალურად, ამიტომ ამის გაგება ზოგჯერ მათ მშობლებსაც უჭირთ. პატარა ბავშვებიც ცდილობენ გამოხატონ თავიანთი გრძნობები, სურვილები და საჭიროებები. იმისათვის, რომ გვქონდეს წარმატებული კომუნიკაცია ჩვენ შვილებთან, აუცილებელია, რომ გავშიფროთ მათი არავერბალური ინფორმაცია.

არსებობს სიმეტრიული და დამატებითი კომუნიკაციის სიტუაციები. სიმეტრიული ნიშნავს თანაბარ პარტნიორებს შორის კომუნიკაციას: მეგობრები, ძმები, დები, კოლეგები და ა.შ. დამატებითი კომუნიკაცია ნიშნავს არათანაბარ ურთიერთობას, როგორიცაა მასწავლებელსა და მოსწავლეებს, დამსაქმებელს და დასაქმებულს, მშობლებსა და ბავშვებს შორის. ასეთი კომუნიკაცია ხასიათდება ძალის სტრუქტურით, მაგალითად, ძალაუფლების მქონე ადამიანს შესაძლებლობა აქვს მოახდინოს ზეგავლენა მეორე ადამიანზე. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია უფრო მარტივია, როდესაც ძალაუფლების მქონეს მხრიდან ლაპარაკობ, მაგალითად, მშობლის პოზიციიდან. უნდა გვახსოვდეს, რომ ძალაუფლების უპირატესობას არ ვიყენებთ ბოროტად, რადგან შესაძლებელია ამან გამოიწვიოს ნეგატიური შედეგები. ეს უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი შვილების შემთხვევაშიც. ბავშვები ყოველთვის დაქვემდებარებულები არიან მშობლებზე და ეს მოცემულობა არასდროს შეცვლება.

კომუნიკაციური პროცესის პუნქტუაცია: გამგზავნი და მიმღები ადგენენ კომუნიკაციის სტრუქტურას. ინფორმაცია სხვადასხვანაირად მიეწოდება, ხდება საკუთარი ქცევის ინტერპრეტაცია. ერთი მხარე საკუთარ ქცევას განმარტავს, როგორც რეაგირებას სხვისი ქცევისადმი (ყველა მხარე თვლის, რომ მეორე მხარე არის კონკრეტული ქცევის მიზეზი).კომუნიკაციის პუნქტუაცია ნიშნავს მოვლენების ინტერპრეტაციას, რეაგირება, როგორც პასუხი მეორე მხარის მიმართ (თუ რამე მოხდა, სხვაც ყოველთვის ხდება).