რა შემიძლია გავაკეთო?

Living Democracy » Parents » 4 – 12 ბავშვები » აგრესიული ქცევა » რა შემიძლია გავაკეთო?

< Back


რა შემიძლია გავაკეთო? – რჩევები როგორ უნდა გავუმკლავდე აგრესიულ ქცევას

გეცნოთ სათამაშო მოედნის სიტუაცია? ჩვენ შეგიდგინეთ რეკომენდაციების მცირე ჩამონათვალი, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ მსგავს სიტუაციას მომავალში:

  • ფრთხილად დააკვირდით სიტუაციას: იქნებ მხოლოდ მცირე გაუგებრობაა თანატოლებს შორის? ასეთ შემთხვევაში, არ უნდა ჩაერიოთ და ყურადღებით დააკვირდეთ მოვლენების განვითარებას. თუ ყველაფერი სამართლიანად წარიმართება, შესაძლოა, რომ ეს ყოფილიყო ბავშვებს შორის მხოლოდ ძალთა დემონსტრაცია. ასეთ შემთხვევაში, მშობლების ჩართულობა არ არის სავალდებულო. თუმცა, თუ ბავშვებმა ერთმანეთს დარტყმა დაუწყეს, ან უსამართლოდ მოქცევა და ერთ-ერთი ბავშვი აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, აქ მშობლის ჩარევა გარდაუვალია და ბავშვების გაშველება.
  • მუქარაზე და ფიზიკურ ძალადობაზე, თქვენი დაგვიანებული რეაქცით, ბავშვი ვეღარ მიხვდება, რომ ძალადობა არ შეიძლება და რომ სხვაზე ძალადობა არ წყვეტს პრობლემებს. ძალადობის საპასუხოდ ბავშვის აგრესიული ქცევა, იწვევს ჯაჭვურ რეაქციას. ამან კი შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დედა-შვილურ ურთიერთობასაც კი.
    ამრიგად, დარწმუნდით, რომ არცერთი ბავშვი ზიანს არ მიაყენებს ერთმანეთს, დროებით ისინი ფიზიკურად განაცალკავეთ, არ აღელდეთ, მიეცით სიტუაციას საშუალება, რომ თავად ჩაწყნარდეს. დაამშვიდეთ თქვენი თავი და ბავშვი: “ეს საქციელი არ არის კარგი, ამ საკითხის მოგვიანებით დავუბრუნდებით.” პრობლემური საკითხი არ განიხილება ემოციურ ფონზე, მას უნდა დაუბრუნდეთ მოგვიანებით და რაციონულად განიხილოთ ის.
  • როდესაც ემოციური ფონი გადაივლის, გირჩევთ, რომ იმსჯელოთ აგრესიულ საქციელზე Marshal B. -ის “არაძალადობრივი კომუნიკაციის” პრინციპებით. (დამატებითი ინფორმაციისთვის, დააწკაპეთ აქ.)
    როსენბერგის 4-საფეხურიან მოდელში, ადამიანის ყოველი საქციელის მიღმა (ასევე ზემოხსენებულ ბავშვების ჩხუბშიც სათამაშო მოედანზე) არსებობს გარკვეული გრნობები და საჭიროებები. მაგალითად, როცა ბავშვი აგრესიულ საქციელს, აგრესიითვე პასუხობს (იხილეთ თავიr: რატომ არის ჩემი შვილი აგრესიული? – აგრესიის გამომწვევი მიზეზები). თუმცა მსგავსი საქციელის, მათი საჭიროებების, ფიქრების გაგება და მოგვარება შესაძლებელია, სწორი კომუნიკაციითა და თანაგრძნობით. მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარება და საჭიროებების დანახვა, შესაძლებელია დიალოგის რეჟიმშიც. წარმოგიდგენთ დიალოგის 4 საფეხურს, არაძალადობრივ კომუნიკაციას:
  1. დაკვირვება
    დასაწყისისთვის წარმოიდგინეთ რა ტიპის ქცევები გინახავთ. შეეცადეთ, რომ არ მოახდინოთ მათი ინტერპრეტაცია ან შეფასება. თქვენი შვილი არის თქვენი შეფასებების მიმღები, ზუსტად უნდა იცოდეთ რასაც განიხილავთ.
  2. გრძნობები
    გაუზიარეთ შვილს თქვენი გამოცდილებით მიღებული შეხედულებები. თუ ვერ პოულობთ სიტყვებს როგორ გადმოსცეთ თქვენი სათქმელი, გრძნობები, შეგიძლიათ ნახოთ სია გრძნობების კრებული.
  3. საჭიროებები
    საჭიროებებში იგულისხმება ყველა ის ჩამონათვალი, რომელიც ადამიანს სურს (ან ისურვებდა რომ ჰქონოდა) ჰქონდეს სიცოცხლეში. ის მოიცავს ძირითად საჭიროებებს, როგორიცაა, ძილი, ჭამა, წყალი, ასევე სიყვარული, თავდაცვა და პირადი რეალიზაცია.რა არის სხვა საჭიროებები? როგორ შემიძლია დავასახელო ისინი ზუსტად? ეწვიეთ საჭიროებების ჩამონათვალს აქ! ახლა გააერთიანე გრძნობები და დაასახელე სურვილებისა და მოთხოვნების შედეგი.
  4. მოთხოვნები
    ამ მოთხოვნით, ასახელებთ ქცევას, რომელიც საჭიროებიდან გამომდინარეობს. აქ განასხვავებთ მოთხოვნსა და სურვილს: მოთხოვნა არის კონკრეტული მოქმედება, მაშინ როცა გრძნობები -ბუნდოვანი, მომავალ ქმედებებთან დაკავშირებული (მაგალითად, “იყავი კეთილი უფროსი ადამიანების მიმართ!”). მოთხოვნებს აქვთ წარმატებით შესრულების მეტი შანსი, რადგანაც მეტად კონკრეტულია. ამრიგად, პატარა ბავშვებისთვის მოთხოვნა ბევრად ეფექტური და შესაფერისია.

გამოდმინარე იქიდან, რომ ზრდასრულებსაც უჭირთ ზუსტად გადმოსცენ თავიანთი გრძნობები და საჭიროებები, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ბავშვებს ეს აუცილებლად ძალუძთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, იყოთ მგრძნობიარეები მათთან. ემპათიით (დათანხმება – ამ მოდელის ძირითადი კონცეფციაა) შესაძლებელია მსმენელი დაეხმაროს მთქმელს, რომ უფრო მკაფიოდ მოახდინოს მან საკუთარი სათქმელის გადმოცემა. (ვინ არის “მთქმელი” ? კომუნიკაციის შესახებ ძირითადი ინფორმაციის სანახავად დააწკაპეთ აქ). ეს არის ოპტიმალური გზა იპოვო საერთო, განსხვავებული ქცევის მაგალითებთან, რომლებიც არ საჭიროებენ ფიზიკურ ძალადობას.

დიალოგის მაგალითი

როგორ შეიძლება დასრულდეს ასეთი დიალოგი, სათამაშო მოედანზე ჩხუბის მერე? წარმოიდგინეთ, რომ ხართ დედა. თქვენი მიზანია, შვილის სურვილების გაგება და იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება დაიკმაყოფილოს სურვილები არაძალადობრივი გზით. პირველ რიგში, შეეცადეთ დაფიქრდეთ დედის დიალოგის შესახებ, მითითებული მინიშნებებისა და კითხვების დახმარებით. შემდეგ დააჭირეთ სასაუბრო ბუშტებს, რომ წაიკითხოთ შემოთავაზება:

გადმოეცით დაკვირვებები.
“სარა, ამ დილით სათამაშო მოედანზე შენ მათის სცემდი და კბენდი”.
“დიახ, მაგრამ მე მინდოდა წითელი ნიჩბით მეთამაშა, არასდროს მქონია ის.”


რა გრძნობები/საჭიროებები იმალება სარას სიტყვების უკან?
“მოწყენილი ხარ, იმიტომ რომ მისი წითელი ნიჩბით ვერ ითამაშე? გინდა მომავალ ჯერზე შენი საკუთარი ნიჩაბი წამოიღე?”
“სხვა ყველა ბავშვი თამაშობს მათიუს ნივთებით ჩემ გარდა, მე მეკრძალება.”


ასეთი ტიპის საქციელიდან გამომდინარე, რა დაფარული საჭიროება დგას?
“ფიქრობ, რომ უსამართლოდ მოგექცნენ და მაინც გინდა მისი სათამაშოებით თამაში?”
“დიხ, მე არასდროს მაქვს უფლება მისი ნივთებით ვითამაშო.”


გთხოვთ, ჩამოაყალიბეთ და გაგვიზიარეთ თქვენი გრძნობები
“სარა, როცა შენ სხვა ბავშვებს სცემ და კბენ, მე სხვებზე ვნერვიულობ. შესაძლებელია დააზიანო ისინი. შემდეგ ჯერზე, თავაზიანი ფორმით სთხოვე ნება დაგრთონ ითამაშო მათთან ერთად.”
“ის მაინც არ მომცემს ამის უფლებას…”


შეეცადე, ახსნა სარას გრძნობები და შესთავაზე შესაბამისი გადაწყვეტილება.
“ვხედავ, ისევ გაბრაზებული ხარ. შეეცადე მომავალ ჯერზე მხოლოდ სიტყვიერად მოაგვარო. თუ ეს არ იმუშავებს, ეგრევე მოდი ჩემთან და ერთად მოვიფიქრებთ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. თანახმა ხარ?”
“კარგი, გასაგებია, შემიძლია კიდევ ვცადო.”