რატომ არის ჩემი შვილი აგრესიული

Living Democracy » Parents » 4 – 12 ბავშვები » აგრესიული ქცევა » რატომ არის ჩემი შვილი აგრესიული

< Back


რატომ არის ჩემი შვილი აგრესიული? – აგრესიის გამომწვევი მიზეზები

პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, აგრესიული ქცევა არ არის ხასიათის თანდაყოლილი თვისება. ეს უფრო ბუნბრივი ჩვევაა, რომელიც გარკვეულ სიტუაციებში ვლინდება, მაგალითად, როდესაც ტვინი რაიმეს საფრთხედ მიიჩნევს. ამგვარი უნარი ზოგჯერ გადარჩენისთვის აუცილებელია. ეს დამახასიათებელი იყო ჩვენი ქვის ხანის დროინდელი წინაპრებისთვისაც.

აგრერსიულ ქცევას აქვს შესაბამისი მიზეზი, ჩვენი ტვინის მიერ შეფასებული სიტუაციიდან გამომდინარე. სწორედ მიღებული ინფორმაცია იწვევს პიროვნების აგრესიულ ქცევას. ძალადობრივი საქციელის გამომწვევი ხშირად ფიზიკური ტკივილია. ადამიანი, რომლიც ხშირად განიცდის ფიზიკურ ძალადობას, აგრესიით პასუხობს მას. აგრეთვე ფსიქოლოგიური ძალადობა, როგორიცაა სოციალური მარგინალიზაცია, უსამართლობა, აბუჩად აგდება, ტვინის იმ ნაწილში მუშავდება, სადაც ფიზიკური ძალადობის შესახებ მიღებული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა იწვევს აგრესიულ ქცევას. თუმცა ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია მიღებული ინფორმაციის სიმძლავრე. მაგალითად, თუ ერთ ბავშვზე გარტყმა საკმარისია, მეორე ბავშვზე ამან შეიძლება მხოლოდ აგრესია გამოიწვიოს.

აგრესია, როგორც ტვინის რეაგირება, არ არის მიმართული მისკენ, ვინც უშუალოდ გამოიწვია რეაქცია. მაგალითად, თუ ბავშვს ჩაგრავს უფროსკლასელი, ჩაგრული, როგორც წესი, აგრესიულ ქცევას მასზე სუსტთან და ასაკით პატარასთან გამოავლენს. ზოგჯერ აგრესია მოგვიანებით იჩენს თავს, ისე რომ თავდაპირველი მიზეზის დადგენა შეუძლებელი ხდება ხოლმე. ამგვარად, აგრესიული ქცევა ყოველგვარი მიზეზგარეშეე მიიჩნევა ისე, თითქოს “ბავშვს ეს ახასიათებს”. აგრესიული ქცევა ყოველთვის უნდა მივიღოთ, როგორც რაღაციის გამოვლინებად. განსაკუთრებით იმ ბავშვებთან, ვინც აგრესიულად ხშირად იქცევა. ვის მიერ არის ეს გამოწვეული? როგორ დაირღვა საზღვრები? შემიძლია ბავშვის დახმარება? როგორ უნდა გაუმკლავდეს ბავშვი აგრესიას?

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მართონ აგრესიული გრძნობები. ჩვენ არ ვიმყოფებით ჩვენი ტვინის ტყვეობაში, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩაგვრას სხვაგვარად ვუპასუხოთ და არა ძალადობრივად. ადამიანს შეუძლია, რომ საკუთარ ქცევებსა და შედეგებზე დაფიქრდეს, ასევე გადაწყვიტოს მისი რეაქციები რამდენად თავსებადია სოციუმთან. ჩვენი, როგორც მშობლებისთვის, შვილებისთვის ამის შეგონება უმთავარესია. ძალადობრივი შინაარსის ვიდეოები და თამაშები, სადაც ბავშვი უამრავ სისასტიკეს უყურებს, სწავლობს და თავადაც იმეორებს. თამაშებში, სადაც ბავშვები თავადაც განიცდიან ძალადობას, ისინი მოგვიანებით რეალურ ცხოვრებაში აგრესიული საქციელით გამოირჩევიან. აუცილებელია, მშობლები ამ მხრივ იყვნენ ყურადღებით, იცოდნენ შვილები რას უყურებენ და რა თამაშს თამაშობენ.