< Back


 

სქესობრივი განათლება ვერ დაიწყება ძალიან ადრეულ ასაკში; თუმცა ექსპერტები საუბრობენ განათლების მიცემაზე “დაბადებიდან”. რა თქმა უნდა, სექსუალობა სხვადასხვა რამეს ნიშნავს, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ფლობდეს ასაკითვის შესაფერის ინფორმაციას. აქ შეხვდებით რეკომენდაციებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის:

წაიკითხეთ მეტი

0-2 წელი: ბავშვები დაბადებულები არიან სხეულთან თანდაყოლილი კონტაქტითა და სიახლოვით. მათ აქვთ ის გამოცდილება, რაც სჭირდებათ. ჩვილები სამი თვიდან იცინიან და ამით სტიმულირებას უკეთებენ თავიანთ თავს. არ გაგიკვირდეთ, თუ: ზოგ პატარა ბიჭს ჰქონდეს ერექციაც.

მნიშვნელოვანია ერთად თანაცხოვრების დროს: თქვენი შვილის პოზიტიური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ფიზიკური ყურადღება: სიახლოვე და მოსიყვარულე სიტყვები ეხმარება მას თავი იგრძნოს დაცულად, სანდო ხელში.

2-4 წელი: იზრდება ინტერესი სხეულის მიმართ. ბავშვები ამჩნევენ გენდერულ სხვაობებს და შესაძლებელია, კითხვა დასვან სექსის შესახებ. სურთ, რომ აღმოაჩინონ თავიანთი სხეულები და შეადარონ სხვებს.
მნიშვნელოვანია ერთად თანაცხოვრების დროს : აუცილებლად უთხარით გენიტალიების სახელები. ასე ისინი თავიანთ თავს გამოხატავენ და გაუჩნდებათ სხვა შეკითხვებიც. სიტყვები, როგორიცაა “ასო” და “ვაგინა” შესაძლებელია გამოიყენოთ ყოველდღიურადაც, დისკომფორტის შექმნის გარეშე. სექსუალური ცნობისმოყვარეობა არის ჯანსაღად განვითარების წინაპირობა.

5-8 წელი: კითხვები ორსულობის, განაყოფიერების, თავის დაცვის შესაცებ ხდება აქტუალური. ბავშვები ინფორმირებულები უნდა იყვნენ ასაკობრივი სიმწიფის შესახებ, რადგან ზოგიერთ გოგონას 8-9 წლის ასაკში ეწყება მენსტრუაციული ციკლი.

მნიშვნელოვანია ერთად თანაცხოვრების დროს : სექსი აუხსენით ბავშვური ენით, მაგრამ გულახდილად: “ბავშვი იზრდება დედის მუცელში. ამ მიზნით, მამის ასო უნდა შევიდეს დედის ვაგინაში. პატარა თესლი ერწყმის დედის კვერცხუჯრედს და ასე იზრდება ბავშვი დედის მუცელში”. იყავით მზად, რომ ზოგჯერ ბავშვი ამაზე სიცილს იწყებს, ან ზიზღს გამოხატავს. ასეთ სიტუაციაში შესაბამისი საბავშვო ლიტერატურა დაგეხმარებათ.

9-11 წელი: ამ ასაკში ბავშვებს უკვე აქვთ მიღებული სექსუალური განათლება.

მნიშვნელოვანია ერთად თანაცხოვრების დროს : ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები არ აღიარებენ რაიმეს არცოდნას ამ თემის შესახებ. გამოკითხეთ რა იციან და რა არ იციან და სადაც სჭირდებათ მეტი ცოდნა დაეხმარეთ. გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომ მიუთითოთ ყველა ცრუ წარმოდგენასა და ინფორმაციაზე, რომელსაც ისინი ფლობენ. იდეალურ შემთხვევაში, ისინი გაიხსნებიან და გკითხავენ იმის შესახებ, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ.

ასეთი ურთიერთობა აყალიბებს ნდობას და ბავშვს უჩნდება გრძნობა, რომ: მე შემიძლია ვკითხო ყველაფერი ჩემ მშობელს.

“ბავშვის სქესობრივი განვითარება ხდება გამოცდილებით და მოვლენებით, რომლებიც, მკაცრად რომ ვთქვათ, არ არისსქესობრივი ხასიათის: სიახლოვეს, სიყვარულს, ურთიერთობებს, ფიზიკურ დატვირთვას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვების სხეულების განვითარებაში. ამით ისინი ქმნიან იმ საზღვრებს, რომლებიც დაეხმარებათ და თავიდან ააცილებთ იმას, რაცარ მოწონებათ. ისინი, ვინც თავს დაცულად გრძნობენ, თავდაჯერებულებიც იქნებიან საკუთარ სექსუალობაში.”1

ზოგადად: რაც უფრო ხშირად საუბრობთ სქესობრივი განათლების საკითხებზე, მით უფრო მშვიდად იგრძნობთ თავს მსგავს თემებზე საუბრის დროს!