ტრენინგი ღია კომუნიკაციის შესახებ
Living Democracy » Parents » 4 – 12 ბავშვები » ბულინგი » ტრენინგი ღია კომუნიკაციის შესახებროგორ დავეუფლოთ ღია კომუნიკაციის წარმოებისთვის საჭირო უნარებს
ამ ნაწილში აღწერილია ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობის ნიმუშები. თითოეულ შემთხვევას თან ახლავს მშობლების მხრიდან ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული რეაგირების მაგალითები. იმსჯელეთ, როგორ წარიმართება ურთიერთობა მშობელთა მხრიდან თითოეული რეაქციის შემდეგ და აღწერეთ ვითარება წერილობითი ფორმით.
შემდეგ, იმსჯელეთ როგორ წარიმართება ურთიერთობა ორივე შემთხვევაში, შემდეგი კითხვების გამოყენებით: მშობელთა მხრიდან რეაგირების რომელი ფორმა უწყობს ხელს შვილისა და მისი სიტუაციის უკეთ გააზრებას? როგორ უნდა იპოვოს ბავშვმა გამოსავალი თითოეული სიტუაციიდან? როგორ შეუძლია მშობელს დაეხმაროს შვილს საკუთარი ემოციების მართვაში? მშობლის რომელი რეაქცია გამოიწვევს კონფლიქტს?
სადილზე 1
4 წლის სამანტას არ უნდა საჭმლის მირთმევა. იგი მხოლოდ ერთობა კარტოფილში ჩანგლის ჩარჭობით.
ა: „სამანტა, საკმარისია! მიირთვი შენი კარტოფილი, თორემ დაძინება ზღაპრის მოსმენის გარეშე მოგიწევს!“ დედა ეუბნება სამანტას ხმამაღალი ტონით და თითს მაღლა წევს გაფრთხილების ნიშნად. | ბ: „ვხედავ, რომ საჭმლით მხოლოდ ერთობი და თეფშს შეჰყურებ. ამასთან, მითხარი, რომ არაფერი გინდოდა. ვფიქრობ უბრალოდ დაღლილი ხარ და არა მშიერი. ასეა?“ |
როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა? | როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა? |
დილით ადგომა 2
10 წლის ოლივია საწოლიდან არ დგება და აცხადებს: „დღეს სკოლაში ვერ წავალ“. მას შემდეგ რაც მის გაღვიძებას მესამეჯერ შეეცდებიან, იგი მკვეთრად რეაგირებს და აცხადებს: „თავი დამანებეთ! ყველაფერი მტკივა!“
ა: “ავადმყოფობის არაფერი გეტყობა, ახლავე წამოდექი საწოლიდან! ხომ ხედავ ჩვენ ვმუშაობთ, მაშინაც კი, თუ ამის განწყობაზე არ ვართ.“ | ბ: (რას იტყოდა დედა, იმ შემთხვევაში, თუ იგი ღია კომუნიკაციის მეთოდით ისარგებლებდა?) |
როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა? | როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა? |
ოჯახური სადილი
სტივი 14 წლის არის. უკვე ორი კვირაა უარს ამბობს სადილის მირთმევაზე, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად და აცხადებს: არ მშია!“ სტივის მამას სურს რომ მან ეს ქცევა შეცვალოს.
ა: “რადგან ჩვენთან ერთად ცხოვრობ ამ სახლში, ჩვენი ოჯახის წესებს უნდა დაექვემდებარო. ამ წესებიდან ერთ-ერთი წესი ასე ჟღერს „ჩვენ სადილს ერთად მივირთმევთ“. მოდი, და დაიკავე შენი ადგილი!“ | ბ: (რას იტყოდა დედა, იმ შემთხვევაში, თუ იგი ღია კომუნიკაციის მეთოდით ისარგებლებდა?) |
როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა? | როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა? |