დესტრუქციული შეტყობინებები

Living Democracy » Parents » 4 – 12 ბავშვები » აგრესიული ქცევა » დესტრუქციული შეტყობინებები

< Back


დესტრუქციული შეტყობინებები 1

შეტყობინებებს და განცხადებებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში ნეგატიური შეგრძნებების და რეაქციების პროვოცირება, დესტრუქციული შეტყობინებები ეწოდება. მშობლები, რომლებიც დესტრუქციულ მესიჯებს მიმართავენ, პატივს არ სცემენ თავიანთი შვილების გრძნობებს და აზრებს. პატივისცემა და შემწყნარებლობა არის ძირითადი დემოკრატიული პრინციპები და თქვენ ვერ ახერხებთ ამის გადაცემას შვილებისთვის დესტრუქციული გზავნილებით. შედეგად, თქვენი შვილები რეაგირებენ, მოკლე თავდაცვითი პასუხებით, გაუგებრობისა და დამცირების შეგრძნებით. ამ ტიპის შეტყობინებები იწვევს კონფლიქტებს და, ზოგჯერ, კომუნიკაციის პროცესის საერთოდ შეწყვეტას.

დესტრუქციულმა შეტყობინებებმა შეიძლება შეაფერხოს ბავშვების ფსიქოსოციალური განვითარება. ბავშვებს არ შეუძლიათ განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები სრულად და ძლიერი პიროვნული თვისებები, თუ მათ მხოლოდ უარყოფითი, დამამცირებელი შეტყობინებები ესმით. თუმცა, ძლიერი პიროვნული თვისებები, პატივისცემა და შემწყნარებლობა სხვების მიმართ ძირითადი მოთხოვნებია ძლიერი დემოკრატიული საზოგადოებებისთვის.

თქვენი კომუნიკაციური უნარების გასაუმჯობესებლად და უფრო დემოკრატიული სტილის მისაღებად, პირველ რიგში უნდა შეაფასოთ თქვენი ამჟამინდელი კომუნიკაციური ჩვევები. გინდათ გამოსცადოთ? გთხოვთ, დააწკაპეთ აქ და ამობეჭდეთ ეს დოკუმენტი!