საუბარი ბავშვებთან აგრესიული ქცევის შესახებ?
Living Democracy » Parents » 4 – 12 ბავშვები » აგრესიული ქცევა » საუბარი ბავშვებთან აგრესიული ქცევის შესახებ?“საუბარი ბავშვებთან აგრესიული ქცევის შესახებ” – ეფუძნება შემდეგ ლიტერატურას:
რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, სანამ თქვენი შვილი ძალადობრივ საქციელს მიმართავს? პირველი, მან უნდა იცოდეს, რომ აგრესია არის თანდაყოლილი ქცევა, რეაქცია, რომელიც კონკრეტულ მომენტში იჩენს თავს. ასე რომ, აგრესიული ქცევა არის სავსებით ნორმალური. დამატებითი ინფორმაციისთვის დააკლიკეთ აქ.
მთავარი არაა აგრესიული გრძნობების აკრძალვა, არამედ მათთან გასამკლავებლად სწორი გზების პოვნაა აუცილებელი.
- ჩემი ფუნქცია, როგორც მაგალითის მიცემა:
ბავშვები სწავლობენ მიბაძვით. როგორც მშობელი, თქვენ მოირგებთ როლს, რომ მისცეთ მაგალითი. ისინი დაინახავენ თქვენი საქციელი რამდენად არის ან არ არის გამართლებული კონკრეტულ სიტუაციაში. შესაბამისად, ბავშვებს გაუჩნდებათ სურვილი, რომ ის თავადაც სცადონ. პირველ რიგში, უნდა შეაფასოთ თქვენი საქციელები, მითითებული კითხვების მიხედვით:- როგორ ვექცევით ერთმანეთს ყოველდღიური ოჯახური ცხოვრების დროს?
- როგორ ვექცევით ერთმანეთს, როგორც ცოლ-ქმარი?
- როგორ ვექცევით ჩვენ შვილებს? ვიყნებთ თუ არა დესტრუქციულ მესიჯებს?
- როგორ გავუმკლავდე აგრესიას, როგორც მოზარდი?
- სად არის ჩემი ინდივიდუალური ზღვარი, სანამ გავბრაზდები და გამოვხატავ ჩემს აგრესიულ ქცევას?
- მზრუნველობა
მზრუნველობა არის ის მცნება, რომელიც გულისხმობს მშობლის მიერ შვილის სიცოცხლის გაფრთხილებასა და მოვლას. პასუხისმგებლობის მქონე მშობლები და მშობლისა და შვილის ძლიერი ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი ბავშვის წარმატებული სასწავლო პროცესისთვის. შვილთან მუდმივი ურთიერთობით, მას აგრძნობინებთ, რომ: მე შენ მიყვარხარ და ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ. პასუხისმგებელი ხართ თქვენი შვილების სიცოცხლეზე. თქვენი, როგორც მშობლის მოვალეობაა, იზრუნო შვილებსა და მათ სიცოცხლეზე. თუ გაშინებთ ის აზრი, რომ თქვენი შვილი გამოავლენს აგრესიას თამაშის დროს, მაშინ აუცილებლად ხშირად უნდა იმყოფებოდეთ მის გვერდით. მასთან ერთად აქტიურად ითამაშეთ. ამ გზით თქვენ სწრაფად აუხსნით სიტუაციას და ასწავლით როგორ უნდა მოიქცნენ. ასე ისინი ისწავლიან, აგრესიული ქცევისა და ემოციების მართვას.
თუ აქტიურად ხართ ჩართული თქვენი შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში, ინფორმირებული იქნებით მათი ინტერესების, გრძნობებისა და საჭიროებების შესახებ. შვილებთან ერთად ხშირად ყოფნით, გაქვთ შესაძლებლობა, რომ აუხსნათ და ერთად მოძებნოთ გამოსავალი, როდესაც რაიმე ისე არ წარიმართება, როგორც ეს თქვენს შვილს უნდოდა და წარმოედგინა.დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპეთ აქ. - კონფლიქტის თავიდან არიდება
როდესაც უნდა გამორთოს ტელევიზორი ან მორჩეს ტელეფონით უწყვეტ თამაშს, ასეთ დროს, შესაძლებელია, ერთმა სიტყვამაც კი შეცვალოს სიტუაცია. უცებ აღმოაჩენ, რომ ჩათრეული ხარ კონფლიქტში, რომელიც უარესს შემთხვევაში დასრულდება ფიზიკური ძალადობით. გთავაზობთ მნიშვნელოვან რჩევებს კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით:- შეეცადეთ და არ მიაქციოთ ყურადღება მის გაღიზიანებას. ნაცვლად ამისა, წარმართეთ დიალოგი
- შესაძლებელია, რომ ვერ აკონტროლოთ შვილის ქცევა, თუმცა შეგიძლიათ თქვენი ქცევის მართვა. მაგალითად, მის გაღიზიანებას უპასუხეთ სიჩუმით!
- ამ დროს არ არის საჭირო, რომ შვილს დისკუსიაში აჯობოთ. თუმცა, უნდა აუხსნათ რა ტიპის ქცევაა თქვენთვის მიუღებელი ამ შემთხვევაში აგრესიული ქცევა). ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალია ე.წ ხერხი იჯექი. შედიხართ თქვენი შვილის ოთახში და ეუბნებით, რომ ელოდებით მისგან შემოთავაზებას, თუ როგორ გამოასწორებს საქციელს.