< Back


 

ასეთი თავის განხილვას თავიდან ვერ ავიცილებთ. ადამიანურ კომუნიკაციას აქვს გარკვეული ტიპის წესები. ერთ-ერთი ასეთი წესის მიხედვით, ჩვენ, ადამიანებს, არ შეგვიძლია კომუნიკაცია. წაიკითხეთ მეტი ადამიანური კომუნიკაციის საფუძვლების შესახებ

სიჩუმეც ასევე პასუხია. ასეთ შემთხვევაში, კომუნიკაცია მყარდება (არავერბალური სახით): “ჩვენ არ ვსაუბრობთ ამის შესახებ. თუმცა ვგრძნობ, რომ გინდა იცოდე მეტი შენი სხეულის შესახებ, შენზეა დამოკიდებული როგორ გირჩევნია ამაში გარკვევა.” ეს პასუხი ცოტა გრძელვადიან გეგმებზეა გათვლილი, შექმენით სანდო ურთიერთობა თქვენსა და თქვენს შვილს შორის. დენისი მოგვიანებით ამ ინფორმაციას ფილმებიდან ან მეგობრებიდან მაინც გაიგებს. მან შეიძლება იფიქროს, რომ ამ თემას არ ეკიდებოდა სერიოზულად, ან თავი იგრძნოს მოტყუებულად, რადგან მშობლები მასთან არ განიხილავდნენ ამ საკითხებს.

ამრიგად, დენისი ფლობს ინფორმაციას სხვადსახვა წყაროდან, რომელიც მისი მშობლების კონტროლის მიღმაა. ისინი ვერასდროს გაიგებენ რა იცის დენისმა სექსუალური ცხოვრების შესახებ სწორად და რა -არასწორად.

სქესობრივი განათლება ენობრივ განვითარებასაც ნიშნავს.

წაიკითხეთ მეტი

სხეულის ნაწილებზე საუბრისას, თქვენ იყენებთ ახალ სიტყვებს, რომელიც მოგვიანებითაც გამოგადგებათ. თუ თქვენმა შვილმა მთლიანად შეისწავლა სხეული, სასქესო ორგანოების ჩათვლით, ეს ეხმარება მას ისაუბროს სექსუალურ ცხოვრებაზეც. ამრიგად, ნელ-ნელა ბავშვი იწყებს ნასწავლი ლექსიკის გამოყენებას კითხვის დასმის დროს, გრძნობებისა და საჭიროებების გამოსახატად. ასეთი ბავშვები სამომავლოდ ხდებიან მეტად კომპეტენტურები, ისინი ვინც საკუთარ თავს კარგად გამოხატავენ, მეტად წარმატებულებიც არიან.

თქვენ უნდა განუმარტოთ ასევე ის სიტყვებიც, რომელიც სკოლიდან მოაქვთ ბავშვებს. ისინი სხეულის განვითარებასთან ერთად ახალ სიტყვებსაც სწავლობენ, ამიტომ მათი მხრიდან ნათქვამი სექსუალური ხასიათის მქონე სიტყვა არ უნდა დაგმოთ. მოახდინეთ კატეგორიზაცია სიტყვებს შორის, რომელია ვულგარული და რომელი არა , მაგალითად, “წადი შენი”. ნაცვლად ამისა, შესთავაზეთ სხვა ვარიანტი, რომელსაც თქვენ გამოიყენებდით.