როგორ მიდის ჩემი შვილის საქმეები სკოლაში? რამეს ხომ არ აშვებს?

Living Democracy » Parents » 4 – 12 ბავშვები » ბულინგი » როგორ მიდის ჩემი შვილის საქმეები სკოლაში? რამეს ხომ არ აშვებს?

< Back


 

თუ ეჭვობთ, რომ თქვენს შვილს აბულინგებენ, მის მასწავლებელთან საუბარი დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. ნუ დააძალებთ მას მასწავლებლის წინაშე საუბარს. შესაძლებელია, შერცხვეს მის პრობლემაზე საუბარი, ან თავი იგრძნოს დამბეზღებლად. ამ ყველაფერმა ბავშვის ემოციური მდგომარეობა შესაძლოა, კიდევ უფრო დაამძიმოს. ბულინგი ხშირად არის დაფარული და ზოგჯერ მასწავლებლებს მხოლოდ ბუნდოვანი ეჭვი გააჩნიათ ამის შესახებ. თუმცა, როცა მშობელი დაელაპარაკებით მასწავლებელს შესაძლებელია, რომ პრობლემა უფრო აშკარა და გასაგები გახდეს. თუ მასწავლებელი დაგიდასტურებთ, რომ ჯონი ხშირად არის მარტო, კლასისგან განცალკავებით, ან შესვენებებზე რჩება საკლასო ოთახში, სასურველია დაუსვათ მასწავლებელს შემდეგი სახის კითხვები:

  • როცა ჯონი რაიმეს ამბობს კლასში, მოსწავლეები ერთმანეთს გადაუჩურჩულებენ ხოლმე?
  • მოსწავლეები თვალებით რაიმეს ხომ არ ანიშნებენ ხოლმე ერთმანეთს?
  • კლასში ხშირად აკეთებენ თუ არა შეურაცხმყოფელ ან დამცინავ კომენტარებს მის საქციელებზე?

ფრთხილად იყავით, რომ არ გამოგივიდეთ მასწავლებლის დადანაშაულება. ბულინგი არის ის, რაც ხშირად ხდება მასწავლებლის გავლენის სფეროს გარეთ.

თუ მასწავლებელმა შენიშნა თანაკლასელების მიერ ბავშვის მიმართ ამგვარი ქცევა, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს შეხვედრა თქვენს შვილთან. გაეცანით რჩევებს აქ, თუ როგორი უნდა იყოს ასეთი ტიპის შეხვედრა.