არაძალადობრივი კომუნიკაცია
Living Democracy » Parents » 4 – 12 ბავშვები » ბულინგი » არაძალადობრივი კომუნიკაციაარაძალადობრივი კომუნიკაცია
რა შემიძლია გავაკეთო? – რჩევები როგორ უნდა გავუმკლავდე აგრესიულ ქცევას
აქ შეგიძლიათ იპოვოთ რჩევა, თუ როგორ უნდა ისაუბროთ თქვენს შვილთან მარშალ ბ. როზენბერგის “არაძალადობრივი კომუნიკაციის” პრინციპის შესაბამისად. (დამატებითი ინფორმაციისთვის, დააკლიკეთ აქ))
როსენბერგის 4-საფეხურიან მოდელში, ადამიანის ყოველი საქციელის მიღმა (ასევე ზემოხსენებულ ბავშვების ჩხუბშიც სათამაშო მოედანზე) არსებობს გარკვეული გრნობები და საჭიროებები. მაგალითად, როცა ბავშვი აგრესიულ საქციელს, აგრესიითვე პასუხობს (იხილეთ თავი: რატომ არის ჩემი შვილი აგრესიული? – აგრესიის გამომწვევი მიზეზები). თუმცა მსგავსი საქციელის, მათი საჭიროებების, ფიქრების გაგება და მოგვარება შესაძლებელია, სწორი კომუნიკაციითა და თანაგრძნობით. მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარება და საჭიროებების დანახვა, შესაძლებელია დიალოგის რეჟიმშიც. წარმოგიდგენთ დიალოგის 4 საფეხურს, არაძალადობრივ კომუნიკაციას:
- დაკვირვება
დასაწყისისთვის წარმოიდგინეთ რა ტიპის ქცევები გინახავთ. შეეცადეთ, რომ არ მოახდინოთ მათი ინტერპრეტაცია ან შეფასება. თქვენი შვილი არის თქვენი შეფასებების მიმღები ზუსტად უნდა იცოდეთ რასაც განიხილავთ. - გრძნობები
გაუზიარეთ შვილს თქვენი გამოცდილებით მიღებული შეხედულებები. თუ ვერ პოულობთ სიტყვებს როგორ გადმოსცეთ თქვენი სათქმელი, გრძნობები, შეგიძლიათ ნახოთ გრძნობებთან დაკავშირებით სიტყვების კრებული ეს გრძნობები პირდაპირ დაკავშირებულია საჭიროებებთან. - საჭიროებები
საჭიროებებში იგულისხმება ყველა ის ჩამონათვალი, რომელიც ადამიანს სურს (ან ისურვებდა რომ ჰქონოდა) ჰქონდეს სიცოცხლეში. ის მოიცავს ძირითად საჭიროებებს, როგორიცაა, ძილი, ჭამა, წყალი, ასევე სიყვარული, თავდაცვა და პირადი რეალიზაცია. რა არის სხვა საჭიროებები? როგორ შემიძლია დავასახელო ისინი ზუსტად? ეწვიეთ საჭიროებების ჩამონათვალს აქ!ახლა გააერთიანე გრძნობები და დაასახელე სურვილებისა და მოთხოვნების შედეგი. - მოთხოვნები
ამ მოთხოვნით, ასახელებთ ქცევას, რომელიც საჭიროებიდან გამომდინარეობს. აქ განასხვავებთ მოთხოვნსა და სურვილს: მოთხოვნა არის კონკრეტული მოქმედება, მაშინ როცა გრძნობები -ბუნდოვანი, მომავალ ქმედებებთან დაკავშირებული (მაგალითად, “იყავი კეთილი უფროსი ადამიანების მიმართ!”). მოთხოვნებს აქვთ წარმატებით შესრულების მეტი შანსი, რადგანაც მეტად კონკრეტულია. ამრიგად, პატარა ბავშვებისთვის მოთხოვნა ბევრად ეფექტური და შესაფერისია.გამოდმინარე იქიდან, რომ ზრდასრულებსაც უჭირთ ზუსტად გადმოსცენ თავიანთი გრძნობები და საჭიროებები, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ბავშვებს ეს აუცილებლად ძალუძთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, იყოთ მგრძნობიარეები მათთან. ემპათიით (დათანხმება – ამ მოდელის ძირითადი კონცეფციაა) შესაძლებელია მსმენელი დაეხმაროს მთქმელს, რომ უფრო მკაფიოდ მოახდინოს მან საკუთარი სათქმელის გადმოცემა. (ვინ არის “მთქმელი” ? ძირითადი ინფორმაციის სანახავად დააწკაპეთ აქ). ეს არის ოპტიმალური გზა იპოვო საერთო, განსხვავებული ქცევის მაგალითებთან, რომლებიც არ საჭიროებენ ფიზიკურ ძალადობას.