პრაქტიკული მაგალითები 1
წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია. ჩაწერეთ როგორი იქნება თქვენი ჩვეული რეაქცია. შემდეგ იხელმძღვანელეთ „მე–შეტყობინების“ სამი კომპონენტით და აღწერეთ რეაქცია. შეადარეთ თქვენი „მე–შეტყობინება“ თქვენს ჩვეულ რეაქციას. რას შეცვლის „მე–შეტყობინება“ თქვენს შვილთან კომუნიკაციაში? შეადარეთ თქვენი „მე–შეტყობინება“ შემოთავაზებულ ვარიანტებს.
შვილი სახლში გვიან ბრუნდება
თქვენი შვილი სკოლაში წავიდა და დაგპირდათ, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ დაბრუნდებოდა სახლში. მან ერთი საათი დააგვიანა და არც კი შეუტყობინებია თქვენთვის იმის შესახებ, რომ აგვიანდებოდა.
რას ეტყვით მას? ჩვეულებრივ, როგორ რეაგირებთ მსგავს სიტუაციებზე?
___________________________________________________________________
ეცადეთ შექმნათ ეფექტური „მე–შეტყობინება“:
ბავშვის ქცევის აღწერა (შეფასებისა და განსჯის გარეშე) | თქვენი, როგორც მშობლის განცდა | ბავშვის ქცევის კონკრეტული და პრაქტიკული ზემოქმედება |
შეადარეთ იგი თქვენს ჩვეულ რეაქციას. რა ცვლილებას შეიტანს „მე–შეტყობინება“ თქვენსა და თქვენს შვილს შორის კომუნიკაციაში?
„მე–შეტყობინების“ ნიმუში:
ბავშვის ქცევის აღწერა (შეფასებისა და განსჯის გარეშე) | თქვენი, როგორც მშობლის განცდა | ბავშვის ქცევის კონკრეტული და პრაქტიკული ზემოქმედება |
როდესაც სკოლიდან მოსვლა დააგვიანე, და არ შემატყობინე, რომ გაგვიანდებოდა… | …მე ვინერვიულე, ხომ შეიძლებოდა რამე შეგმთხვეოდა? | სხვა ვერაფრის კეთება ვერ შევძელი, ვერ ვიმუშავე როგორც საჭიროა. |
მოუწესრიგებელი სამზარეულო
საყიდლებიდან სახლში დაბრუნებულს სამზარეულო მოუწესრიგებელი გხვდებათ; ხვდებით, რომ თქვენი შვილები ახლახანს ადგნენ და საუზმის შემდეგ სამზარეულოს მოწესრიგება არც უფიქრიათ.
რას ეტყვით მათ? ჩვეულებრივ, როგორ რეაგირებთ მსგავს სიტუაციებზე?
___________________________________________________________________
ეცადეთ შექმნათ ეფექტური „მე–შეტყობინება“:
ბავშვის ქცევის აღწერა (შეფასებისა და განსჯის გარეშე) | თქვენი, როგორც მშობლის განცდა | ბავშვის ქცევის კონკრეტული და პრაქტიკული ზემოქმედება |
შეადარეთ იგი თქვენს ჩვეულ რეაქციას. რა ცვლილებას შეიტანს „მე–შეტყობინება“ თქვენსა და თქვენს შვილს შორის კომუნიკაციაში?
„მე–შეტყობინების“ ნიმუში:
ბავშვის ქცევის აღწერა (შეფასებისა და განსჯის გარეშე) | თქვენი, როგორც მშობლის განცდა | ბავშვის ქცევის კონკრეტული და პრაქტიკული ზემოქმედება |
როდესაც საყიდლებიდან შინ დავბრუნდი, სამზარეულოში თქვენ მიერ მირთმეული საუზმის ნარჩენები და გაურეცხავი ჭურჭელი დამხვდა. | მე ეს არ მესიამოვნა… | … რადგან მე ავიღე თქვენ მიერ გამოყენებული ჭურჭელი და მოვათავსე ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, რაც შაბათ დღეს, როდესაც მე ვისვენებ, ჩემს თავისუფალ დროს მართმევს. მერჩივნა ამის ნაცვლად გაზეთი წამეკითხა. |