მესმის შენი

Living Democracy » Parents » 4 – 12 ბავშვები » საშინაო დავალება » მესმის შენი

< Back


 

ასეთი რეაქციით ცდილობთ, რომ გულახდილად წარმოაჩინოთ თქვენი შეხედულებები. გაცნობიერებული გაქვთ, რომ მარიამი არის დაბნეული, მაგრამ არ აკრიტიკებთ მის ამგვარ საქციელს. ამით ეხმარებით მარიამს, რომ არ იგრძნოს თავი უსიამოვნოდ და დაუფასებლად. მცირეხნიანი შესვნება შესაძლებელია, დაეხმაროს მას გაუჩინოს მოტივაცია და დაასრულოს დავალება, ან შესაძლებელია ერთად მოიფიქროთ სხვა შესაფერისი გამოსავალი.

მნინშვნელოვანია, რომ ორივემ შეინარჩუნოთ ერთმანეთთან პოზიტიური ურთიერთობა. ასე თქვენი შვილი დაფასებას და ურთიერთგაგებას იგრძნობს. ის თამამად გაგიზიარებთ გრძნობებსა და ფიქრებს, არ შეეშინდება თქვენი რეაქციისა და გაკიცხვის. გულახდილი საუბარი თქვენს შვილს ეხმარება, რომ გააძლიეროს და იპოვოს საკუთარი ძალა. ასეთი მიდგომით ის დრო და დრო საკუთარი საქციელის გაკრიტიკებასაც შეძლებს. ამგვარად, ის განთავისუფლდება იმაზე დარდით, თუ რას ფიქრობენ სხვები მასზე. ძლიერი პიროვნული თვისებები მნიშვნელოვანია, დემოკრატიული კულტუტრის ფუნქციონირებისთვის.

წაიკითხეთ მეტი ღია კომუნიკაციის შესახებ აქ.