თავი ხელში აიყვანე

Living Democracy » Parents » 4 – 12 ბავშვები » საშინაო დავალება » თავი ხელში აიყვანე

< Back


 

თუ თქვენ მსგავსი რეაქცია გაქვთ, როგორც მის დედას, ასეთ შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალია. მარიამს, რომელსაც არ სურს დავალების გაკეთება, დამატებით უწევს თქვენი საყვედურების მოსმენა. ის სრულ გაურკვევლობაშია, მაშინ როცა თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ მისი ნეგატიური დამოკიდებულებები. შესაძლებელია, რომ ეს კონფლიქტი აიცილოთ თუ არ შეეცდებით დაუპირისპირდეთ თქვენი შვილის რეაქციას. მიმართეთ “გულახდილ საუბარს”. დამატებითი ინფორმაცია კომუნიკაციის შესახებ იხილეთ აქ.

როგორ „დავიწყოთ“ კომუნიკაცია?

პირველი: აგრძნობინეთ თქვენს შვილს, რომ მისი გესმით და უსმენთ გულმოდგინედ. თავი შეიკავეთ მისი საუბრის მანერისა და მოქმედებების ინტერპრეტაციისგან. უკუკავშირი დაუბრუნეთ მხოლოდ იმის შესახებ, რაც მოისმინეთ ან დაინახეთ.

მეორე: უნდა შეეცადოთ და გულახდილად გაუზიაროთ თქვენი გრძნობები, ფიქრები და საჭიროებები, არ დაფაროთ ისინი.

მესამე: დიალოგსა და კომუნიკაციას დაუთმეთ შესაბამისი დრო, ამით თქვენს შვილს აგრძნობინებთ, რომ ” შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ. მე მაინტერესებს შენი ფიქრები, ემოციები, ცხოვრება”. ამგვარი დამოკიდებულება ხელს უწყობს, რომ თქვენი შვილი იყოს მეტად თავდაჯერებული.