ნარკოტიკები

Living Democracy » Parents » 13 – 18 თინეიჯერები » ნარკოტიკები

 

ზრდასრულობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა…

დამოუკიდებელ თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბება. ეს თინეიჯერებისთვის არც თუ ისე ადვილია და შეიძლება გამოიწვიოს მრავალი კონფლიქტური სიტუაცია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, როგორც მშობლები, თქვენ ხართ მთავარი რეკომენდატორი, თქვენი შვილების ცხოვრებაში, რომლებიც ახლა იწყებენ თვითრეალიზაციას და დისტანცირებას. წესები და საზღვრები უნდა იქნეს დადგენილი და განხორციელებული. ეს მაგალითი ეხება ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას. ეს გამოცემა უზრუნველყოფს მშობლების წესების დაცვას მრავალრიცხოვანი შესაძლებლობის გათვალისწინებით და მარტივად შეგიძლიათ სცადოთ. ამავე დროს, საკითხი საშუალებას გაძლევთ გადმოგცეთ მკაფიო პოზიციია და გამოხატოთ საკუთარი დამოკიდებულებები. ეს ქმედება დემოკრატიული მოქალაქის ძირითადი კომპეტენციის ნაწილია. თუმცა, თქვენს შვილებთან პირდაპირი მსჯელობისას,ალბათ უმჯობესია ეს სცადოთ მე-შეტყობინებებით.

თქვენი ქალიშვილი სოფია, მეგობრის დაბადების დღის წვეულებიდან, გაბრუებული და არაფხიზელი ბრუნდება სახლში . 15 წლის თინეიჯერი გაჟღენთილია ალკოჰოლით და თქვენ კანაფის მკრთალ სუნსაც გრძნობთ.

როგორ მოიქცევით? აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი



თუ შენიშნავთ შემდეგ გამაფრთხილებელ ნიშნებს, უნდა იყოთ ფხიზლად და შეეცადოთ მოზარდები საუბარში ჩართოთ:

  • თქვენი შვილები მოულოდნელად სკოლაში ცუდად იქცევიან.
  • მათი ძილის რიტმი არსებითად იცვლება.
  • თქვენი შვილები გშორდებიან და თავს გარიდებენ.
  • თქვენი შვილები იცვლიან მეგობრებს ან საერთოდ წყვეტენ მათთან კავშირს.
  • ნაკლებ ინტერესს ავლენენ თავიანთი ჰობის მიმართ.
  • თქვენს შვილებს უჩვეულოდ ძლიერი ემოციური რყევები აქვთ და მცირე ან საერთოდ არანაირი სურვილი აქვთ რაიმეს მიმართ.
  • თქვენი შვილები ჩვეულებრივზე მეტ ფულს ხარჯავენ.

ეს ცვლილებები ასევე შეიძლება იყოს ნორმალური განვითარების ნაწილი, სქესობრივი სიმწიფის პერიოდში. ამიტომ, უმჯობესია, არ დაპანიკდეთ, მაგრამ შეინარჩუნოთ საუბრები, რომ გაიგოთ მეტი ამ ცვლილებების მიზეზების შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის:
https://www.webmd.com/mental-health/addiction/tc/teen-alcohol-and-drug-abuse-topic-overview#1
https://www.drugabuse.gov/publications/principles-adolescent-substance-use-disorder-treatment-research-based-guide/principles-adolescent-substance-use-disorder-treatment

“ბავშვებთან საუბარი ნარკოტიკების შესახებ” გამოყენებულია შემდეგი ლიტერატურა:

1 Gordon, Thomas. 2012. Familienkonferenz. Die Lösung von Konflikten zwischen Eltern und Kind. 3. Aufl. München: Heyne, 143 ff

Die Stellen zur Suchtprävention im Kanton Zürich. 2016. Trinken, Rauchen, Kiffen. Abhängigkeit bei Jugendlichen vermeiden. Tipps für Eltern von 11- bis 16-Jährigen. Broschüre, 5. überarb. Aufl.

Gordon, Thomas. 2012. Familienkonferenz. Die Lösung von Konflikten zwischen Eltern und Kind. 3. Aufl. München: Heyne.

Nolan, Virginia. 2016. «Mein Kind kifft. Was nun?» Das Schweizer Elternmagazin Fritz und Fränzi, Februar. retrieved 10.11.2016.
https://www.fritzundfraenzi.ch/gesundheit/psychologie/mein-kind-kifft-was-nun