< Back


 

ნაკლებად სასარგებლოა, ემოციაზე დაფუძნებული საუბრის იძულება, რადგან ეს სავარაუდოდ საყვედურით და ჩხუბით დასრულდება. ანალოგიურად, არ არის მიზანშეწონილი, თქვენი მთვრალი ან აგზნებული ქალიშვილის საუბარში ჩართვის მცდელობა. ასეთ დროს, უმჯობესია თქვენი შეშფოთება გაუზიაროთ თქვენს ქალიშვილს და უფრო სიღრმისეული მსჯელობა გადადოთ მოგვიანებით. გააგზავნეთ მე-შეტყობინება, რომელიც შეიძლება ასე ჟღერდეს:

”შენ არაფხიზელ მდგომარეობაში ხარ და ეს მე მაღელვებს. მაგრამ, ახლა ამის განხილვის დრო არ არის”. მუქარებმა, რომელთა განხორციელებაც შეუძლებელია (როგორც ამ მაგალითში), ან ბრალდებებმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ქალიშვილის უფრო გაჯიუტება და საკუთარ თავში ჩაკეტვა. სავარაუდოდ, მას არ ენდომება გულწრფელი საუბარი თქვენთან.

ამიტომ, ღირს დალოდება, სანამ ემოციები ცოტათი დაცხრება, რათა დაიწყოთ გააზრებული მსჯელობა.

კონსტრუქციული საუბრის შესახებ რჩევები შეგიძლიათ იხილოთ აქ