მნიშვნელოვანი რჩევები და რეკომენდაციები ნარკოტიკების შესახებ სასაუბროდ
წინასწარგანზრახულად დაგეგმეთ და თავისუფალ დროს მოუსმინეთ თქვენს შვილებს და ჩართეთ საუბარში. შეეცადეთ ამ გზით მონაწილეობა მიიღოთ თქვენი შვილების ცხოვრებაში, და მიანიშნოთ: „თქვენ მნიშვნელოვანი ხართ ჩემთვის და ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი კარგად და უსაფრთხოდ ყოფნა.“
თუ ეჭვი გეპარებათ, რომ თქვენი მოზარდები მოიხმარენ ნარკოტიკებს, დაგეგმეთ მშვიდი საუბარი სტრესის გარეშე. წინასწარ გაიაზრეთ რომელი საკითხების განხილვა და რისი გარკვევა გსურთ.
თუ გსურთ მიიღოთ ღია და გულწრფელი პასუხები, თავი უნდა შეიკავოთ თინეიჯერების მიმართ ბრალდებების წაყენებისა და აღშფოთების გამოხატვისგან. თინეიჯერების მრავალი ფიზიკური და ემოციური ცვლილების გამო, ისედაც დაუცველად გრძნობენ თავს და ამიტომ განსაკუთრებით გაღიზიანებული რეაგირებენ საკუთარი მშობლების საყვედურებზე. რეკომენდებულია კომუნიკაცია h მე– შეტყობინებებით, ამით გაუზიარებთ საკუთარ დაკვირვებებს და გრძნობებს და ყურადღებას გაამახვილებთ მათი მოქმედებების შედეგებზე.
საკუთარი თავის ინფორმირება და განათლება ნარკოტიკების მოხმარების და ზოგადად მისი შედეგების თაობაზე, და, განსაკუთრებით, იმ სახეობის ნარკოტიკების შესახებ, რომელიც შესაძლოა თქვენმა შვილებმა (პოტენციურად) მიიღონ. თქვენმა უცოდინრობამ შეიძლება მხოლოდ შიში გააღვივოს.
ნარკოტიკებზე საუბრისას, მკაფიოდ უნდა აღინიშნოს საკუთარი პოზიცია და დამოკიდებულება: წამლის მოხმარებას ძალიან მავნე ზეგავლენა შეიძლება ქონდეს თქვენს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით თინეიჯერების ჯანმრთელობაზე. ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ შეიძლება ისეთი რამ მოიმოქმედოთ, რასაც ნორმალურ მდგომარეობაში არ გააკეთებდით და რაც მოგვიანებით შეძლება ინანოთ.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ნათლად ამოიცნოთ და დაფიქრდეთ საკუთარი მოხმარების ჩვევებზე. არ მოერიდოთ მასზე მსჯელობას და აღიარეთ თქვენი პოზიცია, როგორც სამოდელო მაგალითი: აჩვენეთ მაგალითი: შეამცირეთ თქვენი ალკოჰოლის მოხმარება და, თუკი მწეველი ბრძანდებით, თავი შეიკავეთ დახურულ შენობებში ან მანქანებში მოწევისგან.
მოზარდებთან შეთანხმების გაფორმება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მუქარა და გაბრაზება (მაგ. შეეცადეთ შეთანხმდეთ მოხმარებისგან თავშეკავების პერიოდზე). თქვენი მოზარდებისგან ბევრის მოლოდინი ნუ გექნებათ. თუ თქვენ მიიღებთ ინფორმაციას მათი მოხმარების ჩვევების შესახებ, ამ დროისთვის შეიძლება საკმარისი იყოს.
ყურადღება გამახვილეთ სხვა თემატურ საუბრებზე და არა მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარებაზე. ცხოვრების ყველა ეტაპზე, მიუხედავად იმისა თუ რაოდენ რთულია, ჯერ კიდევ არსებობს რაღაც ლამაზი, რაც მშობლებსა და შვილებს აკავშირებს.
თუ თქვენი თინეიჯერი შვილების შველას ვერ შეძლებთ და შიშობთ, რომ მათი ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება შეიძლება გამწვავდეს, უნდა მიმართოთ ექსპერტის დახმარებას. ეს შეიძლება მოიცავდეს თქვენს პირად ექიმს, ასევე სპეციალისტებს ნარკომანიის პრევენციისა და მკურნალობის ცენტრებისგან.
We use cookies to ensure that we give you the best experience on our website. If you continue to use this site we will assume that you are happy with it.AgreePrivacy policy