როგორ წამოვიწყოთ საუბარი თინეიჯერებთან
Living Democracy » Parents » 13 – 18 თინეიჯერები » მედიის გამოყენება » როგორ წამოვიწყოთ საუბარი თინეიჯერებთან
როგორ წამოვიწყოთ საუბარი თინეიჯერებთან
მოზარდებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი შესაძლო ფორმაა მათთვის საინტერესო თემების განხილვაში ჩართვა. იმის ნაცვლად, რომ გამოხატოთ უკმაყოფილება თქვენი შვილის მიერ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებით, დაინტერესდით და შეეკითხეთ მედიის გამოყენების მიზანი.
- რა მიზნით გჭირდებათ თქვენი ლეპტოპი, ტაბლეტი / სმარტფონი?
- რა სახის საკომუნიკაციო არხებს იყენებთ?
- რომელ პროგრამებს იყენებთ და რისთვის?
- შეგიძლიათ მაჩვენოთ თუ როგორ ხდება სხვადასხვა ქსელში სურათების / ტექსტების / ვიდეოს გავრცელება და შეცვლა?
ჩართეთ მოზარდი ინდივიდუალური მედიის გამოყენების შესახებ დისკუსიაში. ამ მიზნით, თქვენ და თქვენმა შვილმა შეიძლება გადაწყვიტოთ შექმნათ მედიადღიური1 შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში.
- შეადარეთ მედიის საკუთარი გამოყენება თქვენი თინეიჯერი შვილების გამოყენებასთან. ვინ რომელ მედიას იყენებს და რა მიზნით?
- რა მნიშვნელობა აქვს ამ მედიას ორივე მხარისთვის?
- ვინ რითი არის შეწუხებული? რატომ?
- რა სახის სურვილები გაქვთ თქვენ და თქვენს შვილებს?
- შეთანხმდით ორივესთვის მისაღებ სწრაფ ან სადღესასწაულო მედიაზე.
მედიადღიურის შენარჩუნებით, შეგიძლიათ ერთდროულად გააძლიეროთ თქვენი თინეიჯერი ბავშვების თვითრეგულირება: გრძნობთ თუ არა რომ დროს ვკარგავ, თუ მედიის მოხმარება მეხმარება წინსვლაში? ბოლო და ბოლოს, მედიაგანათლების მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი შვილები სწავლობდენ მედიის მიზანმიმართულ და გაცნობიერებულ გამოყენებას.
გამოიყენეთ მედია ერთად და ამით თქვენი შვილები ჩართეთ საუბარში. თქვენ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგი შესაძლებლობები:
- ყურადღებით დაათვალიერეთ თქვენი ერთ-ერთი საყვარელი სატელევიზიო შოუ, საპნის ოპერება ან ონლაინთამაში: როგორ მუშაობენ შემქმნელები? რა მიზნებს ემსახურება პროგრამები ან თამაშები? როგორ არის წარმოდგენილი მსახიობები ან კონკურსანტები? როგორ უნდა მოხდეს მაყურებელზე გავლენა? ეს ხდება ღიად თუ ფარულად? რამდენად რეალურია “რეალითი შოუები”?
- ერთად გამოიყენეთ აპლიკაციები სმარტფონიდან (მაგ. ციფრული სურათის დამუშავებისთვის, ვიდეოების შექნმისთვის). რაიმე აზრიანის შექმნას და “დახვეწილი” თამაშებითა და აპლიკაციებით მუშაობას მივყავართ შეგნებულ რეჟიმში სმარტფონებისა და მედიის ზოგად გამოყენებასთან (მაგ. ელექტრონული წიგნის ან/და ფოტო ალბომის შექმნა). მშობლისა და შვილების თანამშრომლობის კიდევ ერთი დადებითი ეფექტი ციფრული პროდუქტის შექმნისას არის მიღებული შედეგი კრიტიკული შეხედულება მედიის შინაარსზე. თუ პირადი გამოცდილებიდან ვიცი, როგორ იქმნება ფილმი და როგორ იცვლება სურათები და ა.შ., მე მაქვს განსხვავებული შეხედულება იმის შესახებ, რასაც ინტერნეტში ვხედავ.
- მოიძიეთ კვალი ქსელში:თქვენს თინეიჯერ შვილებთან ერთად მოიპოვეთ ინფორმაცია თქვენზე ან ნაცნობებზე და ახლობლებზე.იმსჯელეთ რა იპოვეთ და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ინფორმაცია მოცემული ინდივიდისთვის. დარღვეულია თუ არა კონფიდენციალურობის უფლებები? როგორ დავიცვა ჩემი პირადი კონფიდენციალურობა?როგორ მსურს წარვსდგე ინტერნეტში?რა სახის ინფორმაცია არ მინდა განთავსდეს ჩემ შესახებ ინტერნეტში?