გამორთე კომპიუტერი

Living Democracy » Parents » 13 – 18 თინეიჯერები » პროფესიული ორიენტაცია » გამორთე კომპიუტერი

< Back


 

ყველა მშობელს შვილებისთვის მხოლოდ საუკეთესო სურს. მათი შთამომავლობის მოსალოდნელ პროფესიასთან დაკავშირებით, მშობლები პროფესიულ არჩევანს უკავშირებენ მაღალ სტატუსს, უსაფრთხო სამუშაო გარემოს და კარგ შემოსავალს. და ბევრს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ უნივერსიტეტის დიპლომით მიიღწევა.

ამასთან, მუქარა და მფარველობითი ქცევა, სავარაუდოდ არ გამოგადგებათ, რომ დაარწმუნოთ ჟადონი სკოლის მაღალ ქულებზე დამთავრების აუცილებლობაში. ასევე, მნიშვნელოვანია დისკუსიებისთვის კარგი კლიმატის შექმნა და შენარჩუნება. აღნიშნული თქვენს შვილს საშუალებას მისცემს თავისი დემოკრატიული კომპეტენცია პრაქტიკაში გამოიყენოს. ამ დროს თქვენ თავი უნდა შეიკავოთ ეგრეთ წოდებული დესტრუქციული შეტყობინებებისგან. რჩევებისა და რეკომენდაციებისთვის დააწკაპეთ აქ.

შეეცადეთ გაიგოთ ჟადონის ინტერესებისა და პროფესიული მისწრაფებების შესახებ გულახდილი საუბრის დროს. შემდეგ, შეგიძლიათ ერთობლივად მოძებნოთ სამუშაო ადგილები, რომლებიც ამ მოლოდინებს აკმაყოფილებენ.

აქ შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა და რეკომენდაცია იმ მშობლებისთვის, რომელთაც სურთ ჟადონს მხარდაჭერა გამოუცხადონ შესაფერისი პროფესიის მოძიებაში.