წესების ერთად შემუშავება

Living Democracy » Parents » 13 – 18 თინეიჯერები » მედიის გამოყენება » წესების ერთად შემუშავება

< Back


წესების ერთად შემუშავება 2

მედიის გამოყენების ზოგადი აკრძალვა (ინტერნეტი, ტელევიზია, სმარტფონი და ა.შ.) არ არის მიზანშეწონილი და, ალბათ, არც მკაცრად განხორციელებადი. მედია არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და გვთავაზობს, რისკების გარდა, ასევე ბევრ სარგებელს, როგორიცაა სწავლის შესაძლებლობები, მეგობრებთან კონტაქტი, თამაში და გართობა, ინფორმაცია, განმანათლებლობა და ამ გზით ხელს უწყობს ჩვენი დემოკრატიული საზოგადოებების საფუძვლების ჩამოყალიბებას.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შეთანხმდეთ მედიის გამოყენების საერთო წესებზე. ეს წესები მოცემულია საერთო ხელშეკრულებით, რომელიც ყველასათვის ადვილად ხელმისაწვდომია (მაგ., მიმაგრებული მაცივრის კარზე). ჩართეთ თქვენი თინეიჯერი შვილები შემდეგი მოსაზრებების განხილვაში. მოილაპარაკეთ საერთო პოზიციაზე და წერილობითი ფორმით შეინახეთ. ცალკეული წესის დარღვევის შესაძლო შედეგები ასევე უნდა დაფიქსირდეს წერილობითი ფორმით. ნებისმიერი სხვა კონტრაქტის მსგავსად, მედიის ეს ხელშეკრულება ხელმოწერილი უნდა იყოს ორივე მხარის მიერ, ადგილისა და თარიღის მითითებით.

კონკრეტულად, როგორი იქნება ასეთი კონტრაქტი? აქ თქვენ ნახავთ a სმარტფონის გამოყენების კონტრაქტის ნიმუშს.

ქვემოთ მოცემულია საკითხები, რომლებიც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში და მიღებულია ზოგადად დადგენილი ფორმის შესაბამისად:

  • ვადები: რა დროს ხარჯავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად მედიის მოხმარებაში (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროს ბავშვებთან). შეეცადეთ დიფერენცირება მოახდინოთ შემდეგნაირად, თუ ეს შესაძლებელია:
    • ბეჭდური მედია
    • ინტერნეტში სერფინგი
    • თამაში (ინტერნეტით სარგებლობა / ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით)
    • ტელეფონით საუბარი მეგობრებთან / ნათესავებთან
    • ონლაინ საუბარი მეგობრებთან/ნათესავებთან
    • ფილმების ან ვიდეოების ყურება
  • მონაცემთა დაცვა:
    • თავი შეიკავეთ პირადი მონაცემების დაუდევრად გამჟღავნებისგან.
    • პირადი მონაცემების, როგორიცაა ფოტოები, გადაცემა მოხდეს მხოლოდ სანდო და ნაცნობი პირებისთვის. უპირველესად, ყოველთვის გაითვალისწინეთ: შეიძლება მოგვიანებით გაგაღიზიანოთ ამ შინაარსმა? თუ საეჭვოა, თავი შეიკავეთ ამგვარი მონაცემების გამოქვეყნება/ გადაცემისგან.
    • სხვა პირების მონაცემების შექმნა და გავრცელება (მაგ. ფოტო, ვიდეო და ა.შ.) დასაშვებია მხოლოდ მათი უშუალო თანხმობის შემთხევაში.
    • მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩართეთ მდებარეობის დადგენის სერვისები (მაგ. GPS), Bluetooth ან NFC (ახლო საველე კომუნიკაცია).
  • მობილური ტელეფონი:
    • ხარჯების დაფარვა: ვინ რამდენს იხდის?
    • აპლიკაციების ინსტალაცია და ადმინისტრირება: ვინ არის პასუხისმგებელი?
    • ბავშვთა და მოზარდთა დასაცავად გახსენით კოდები და პარამეტრები: ერთად დააინსტალირეთ და პერიოდულად შეამოწმეთ სათანადოა თუ არა პარამეტრები.
    • შეთანხმდით მობილური ტელეფონების გამოყენებაზე თავისუფალ დროსა და ადგილებზე და პატივი ეცით ისეთ დაწესებულებებს, როგორიცაა ეკლესიები, საავადმყოფოები და ა.შ.
  • ინტერნეტი:
    • გამოიყენეთ და ხშირად შეცვალეთ შესაბამისი პაროლები.
    • ინტერნეტით მოპოვებული შინაარსის გამოყენებისას: განიხილეთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა თქვენი ბავშვის ასაკის შესაფერისად, აგრეთვე სწორად როგორ მიუთითოს გამოყენებული წყარო საშინაო დავალებებში და პრეზენტაციებში.
    • რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები მესენჯერის მომსახურებებთან და სოციალურ ქსელებთან.
    • დაიცავით საავტორო უფლებების შესახებ კანონები: არ გაავრცელოთ ისეთი შინაარსი, როგორიცაა მუსიკა, ვიდეო და ა.შ., რომლებიც ჩვეულებრივ ფასიანია.
    • ონლაინ ქურდობა: თუ თქვენი შვილები გახდნენ ონლაინ ქურდობის მსხვერპლნი (მაგ. უნებლიე შეძენა ან გამოწერა), ნუ დაადანაშაულებთ მათ და შეეცადეთ ერთად გაარკვიოთ სიტუაცია.
    • აუცილებელია მშობლების წინასწარი თანხმობის მიღება შესყიდვებზე და შეკვეთებზე.
  • ვიდეო და ტელევიზია:
    • დააკვირდით ასაკთან დაკავშირებულ სატელევიზიო შეთავაზებებს.
    • საშინაო დავალების შესრულებისას ან სხვა საერთო საქმიანობის (კვება ან საუბარი) დროს ტელევიზორის ყურება გამორიცხეთ.
    • უყურეთ სატელევიზიო გადაცემებსა და ფილმებს, როგორც საერთო საქმიანობას, და ინდივიდებს მიეცით გადაწყვეტილების მიღების საშუალება პროგრამების ასარჩევად.
  • თამაშები:
    • ახალი თამაშები და კონსოლები: არ შეიძინოთ მშობელთან წინასწარი შეთანხმების ან ყოველთვიურად დადგენილი ბიუჯეტის გათვალისწინების გარეშე.
    • დააკვირდით ასაკობრივ შეზღუდვებს.
    • მშობლებმა არ უნდა დახურონ თავიანთი თინეიჯერი შვილების ‘ონლაინ თამაშები, ისე რომ არ მისცენ მათი შენახვის საშუალება.
    • დააკვირდით ხმის ადეკვატურ კონტროლს.
    • ითამაშეთ ერთად.
  • მშობლებმა თავიანთ მოზარდებს ნათლად უნდა აუხსნან: თუ რამე უცნაურად გეჩვენებათ, ან კონკრეტული შინაარსით იმედგაცრუებული, შოკირებული ან ტრავმირებული ხართ, თუ გრცხვენიათ, ან თუ უცნობი ადამიანი მოგთხოვთ პირად ინფორმაციას, გთხოვთ, ნებისმიერ დროს დამიკავშირდეთ!

სმარტფონის გამოყენების კონტრაქტის ნიმუში33