მედიის გამოყენებასთან დაკავშირებული ჩვევების ანალიზი
Living Democracy » Parents » 13 – 18 თინეიჯერები » მედიის გამოყენება » მედიის გამოყენებასთან დაკავშირებული ჩვევების ანალიზიმედიის გამოყენებასთან დაკავშირებული ჩვევების ანალიზი
მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება მომეტებულად იგრძნოთ, რომ თქვენი თინეიჯერი შვილები არანაირ მნიშვნელობას აღარ ანიჭებენ თქვენს შეხედულებებს და დამოკიდებულებებს მათი სქესობრივი სიმწიფის პერიოდში, თქვენ არ უნდა უგულვებელყოთ თქვენი გავლენა მათზე აზრის ფორმირების პროცესში. თქვენ იყავით მთავარი ორიენტირი თქვენი შვილების ჩამოყალიბების პერიოდში, კომპასი რომელსაც უნდა დაეყრდნონ და გზა გაიკვლიონ. თქვენი შვილები თქვენგან სწავლობენ როგორ ორიენტირდნენ მსოფლიოში, განასხვავონ სწორი და არასწორი და როგორ უნდა იურთიერთონ სხვა ადამიანებთან, მედიასთან და ხელსაწყოებთან. ეს როლი არ ქრება ერთ ღამეში.
ამრიგად, თქვენ განაგრძობთ მნიშვნელოვანი სამოდელო როლის ფუნქციის შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მოზარდები იწყებენ კავშირის გაწყვეტას თქვენს მშობელ-შვილურ ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა იცოდნენ საკუთარი დამოკიდებულება და ჩვევები. აქ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აღიაროთ და გაანალიზოთ საკუთარი მედია ჩვევა. ალბათ ამოიცნობთ საკუთარ თავს თქვენს თინეიჯერ შვილებში, როგორც „არასასურველ “მედია ჩვევას?
დააკვირდი საკუთარ თავს:
- როგორ ურთიერთობა გაქვთ რეალურ ადამიანებთან?
- როგორ ურთიერთობთ ონლაინ? თუ აჩნევთ განსხვავებას ამ ორს შორის?
- როდის და რა დროს იყენებთ მედიას?
- რამდენად ხშირად იყენებთ მედიას დღეში?
- რამდენად ხშირად იღებთ თქვენს მოწყობილობას, რომ სწრაფად შეამოწმოთ ამინდი, ელფოსტა, ან უპასუხოთ WhatsApp შეტყობინებას?
- რა მიზნით იყენებთ მედიას?
- იყენებთ თუ არა მობილურს ჭამის დროს, ან საუბრის დროს?
- ჩართულია თუ არა თქვენი ტელევიზორი დასვენების სხვა აქტივობების დროს?
- მუდმივად არის თუ არა თქვენი კომპიუტერები ან მობილური მოწყობილობები ჩართული შეტყობინებების მისაღებად?