სექსი და სიყვარული

Living Democracy » Parents » 13 – 18 თინეიჯერები » სექსი და სიყვარული

 

შენი ქალიშვილი მარლენი (13),ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა: ის ოცნებობს, ხშირად განმარტოვდება თავის ოთახში და მობილურში უამრავ შეტყობინებას იღებს. შემთხვევით თქვენ მოისმენთ სატელეფონო საუბარს თქვენს ქალიშვილსა და მის დაქალს შორის, სადაც მარლენი სკოლელი ბიჭის შესახებ აღტაცებით საუბრობს. შენ ვარაუდობ რომ მარლენის ქცევაში ცვილება დაკავშირებულია ამ ბიჭთან.

ბევრი მშობელი თვლის, რომ მოზარდებთან სექსუალობის განხილვამ შეიძლება გამოიწვიოს სურვილების და მოთხოვნილებების გაღვიძება თანატოლებს შორის. ამგვარი საუბრებით მოზარდი შეიძლება წაახალისონ ისეეთი იდეებით,რომლის გამოცდაც მოუნდებათ.თუმცა, ეს ასე არ არის. მოზარდებს აქვთ მრავალი საკუთარი კითხვა და ხშირად ფიქრობენ თავიანთი სხეულებსა და სექსუალობის შესახებ. უფრო მეტიც, სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ კარგად ინფორმირებულ მოზარდებს ნაკლები დაუცველი სექსი, ნაკლები დაუგეგმავი ორსულობა და, ზოგადად, პირველი სქესობრივი კავშირი შედარებით გვიან აქვთ.

როგორ მოიქცეოდი შენს ქალიშვილთან? აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი და დააჭირეთ ღილაკს:



რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მოზარდებთან სექსზე საუბრისას

  • სერიოზულად მიუდექით შვილებს და ყურადღებით მოუსმინეთ მათ სურვილებს, შიშებს და გაურკვევლობებს. ეს განამტკიცებს კარგ ურთიერთობებს.
  • აჩვენეთ თქვენს შვილს, რომ მათ მიმართ თანაგრძნობას იჩენთ, განსაკუთრებით სექსუალური ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით.
  • იყავით მხარდამჭერი და გაამხნევეთ თქვენი შვილები, რომ მათ ადვილად არ აიძულონ რამე. მიუხედავად იმისა, რომ მათი მეგობრების უმეტესობას სავარაუდოდ უკვე ჰქონდათ სექსი; არსად არის გაზვიადებები ისე გავრცელებული, როგორც როცა საქმე ეხება სექსუალურ გამოცდილებას.
  • დაარწმუნეთ თქვენი შვილი: სექსუალობა უფრო სრულყოფილი ხდება ზრდასრულობის და გამოცდილების მატებასთან ერთად. ამან შეიძლება შეამსუბუქოს სტრესი და შეამციროს თანატოლების წნეხი მისი პირველი სექსუალური გამოცდილების მიმართ.
  • დროულად განიხილეთ კონტრაცეფცია თქვენს თინეიჯერ შვილებთან. პრეზერვატივი ერთადერთი კონტრაცეპტივია რაც ხელს უშლის როგორც დაუგეგმავი ორსულობის, ასევე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების განვითარებას.
  • თქვენს შვილს, შესაძლოა ესიამოვნოს ასაკის შესაფერისი სექსუალური განათლების შესახებ წიგნის, ბროშურის, ან პირველი სიყვარულისა და სქესობრივი სიმწიფის თემასთან დაკავშირებით მოთხრობის წაკითხვა.

როგორ ვესაუბროთ შვილებს სექსზე? აქ შეგიძლიათ იპოვოთ დამატებითი ინფორმაცია / მასალები / ვიდეოები:

“გინდა ჩაი?” რას ნიშნავს შეთანხმებული სექსი? გასართობი ვიდეო განმარტებები
https://www.youtube.com/watch?time_continue=16&v=fGoWLWS4-kU
სარეკომენდაციო წიგნი: არ არსებობს ადგილი, როგორიც სახლია… სექსუალური განათლების შესახებ (მერი გოსარტი) რჩევები და რეკომენდაციები დისკუსიებისა და სექსუალური განათლებისთვის სახლში.
ყველაფერი რაც თქვენ უნდა იცოდეთ სექსუალური ჯანმრთელობისა და სექსუალური განათლების შესახებ:
https://www.plannedparenthood.org/planned-parenthood-pacific-southwest/local-education-training/parenting-programs
https://www.plannedparenthood.org/learn/parents/sex-and-sexualityფილმები დაგეგმილი ორსულობის შესახებ, რომლებიც მოიცავს ყველა საკითხს სექსისა და სექსუალური განათლების შესახებ
https://www.youtube.com/user/plannedparenthood/featuredანიმაციური ფილმები თინეიჯერებისა და მათი მშობლებისთვის აღნიშნული საკითხის შესახებ
http://amaze.org/

რეკომენდებული საკითხავი ლიტერატურა სექსუალური განათლების შესახებ
http://birdsandbeesandkids.com/sex-education-resources-parents-kids

“საუბარი ბავშვებთან სექსისა და სიყვარულის შესახებ” გამოყენებული ლიტერატურა:

1 Gnielka, Martin. Über Sexualität reden…Ein Ratgeber für Eltern zur kindlichen Sexualentwicklung zwischen Einschulung und Pubertät. Broschüre, ed.: Bundeszentrale für gesundheitliche Aufklärung Deutschland, 43.

Gnielka, Martin. Über Sexualität reden…Ein Ratgeber für Eltern zur kindlichen Sexualentwicklung zwischen Einschulung und Pubertät. Broschüre, ed.: Bundeszentrale für gesundheitliche Aufklärung Deutschland.

Marinka, Claudia. 2016. «Eltern, bleibt gelassen!» Das Schweizer Elternmagazin Fritz und Fränzi, Dezember. retrieved 29.11.2017.
https://www.fritzundfraenzi.ch/erziehung/sexualitat/eltern-bleibt-gelassen

Landolt, Claudia und Claudia Marinka. 2016. «Wenn die Sexualität erwacht.» Das Schweizer Elternmagazin Fritz und Fränzi, Dezember. retrieved 29.11.2017.
https://www.fritzundfraenzi.ch/erziehung/sexualitat/wenn-die-sexualitat-erwacht

National Parent Teacher Association, Chicago. 2002. Talking with kids. A Parent’s Guide to Sex Education. retrieved 20.03.2019.
https://files.eric.ed.gov/fulltext/ED470698.pdf

Public Health Service Wales and Family Planning Association, London. 2012. Advice Sheet 1. How to talk to your children about sex and relationships. retrieved 16.03.2019.
http://www.wales.nhs.uk/sites3/documents/485/factsheet1_howtotalkchildrenaboutsre.pdf