არა სელენა, ადექი და ისე მოიქეცი, როგორც კარგი გოგოები იქცევიან! ნუ იქცევი ასე

Living Democracy » Parents » 1-3 წლის ბავშვები » ისტერიკის შეტევები » არა სელენა, ადექი და ისე მოიქეცი, როგორც კარგი გოგოები იქცევიან! ნუ იქცევი ასე

< Back


თქვენ ნებისყოფა გღალატობთ. გაქვთ მარცხის განცდა – მამა, რომელიც ვერ ახერხებს აკონტროლოს და აღზარდოს საკუთარი შვილი. გარშემომყოფები გიყურებენ და თქვენ სახეზე ალმური გადაგდით. თქვენ ფიქრობთ: „რას იფიქრებენ ისინი ჩემზე?“. სიტუაცია საკმაოდ არასასიამოვნოა და გამაღიზიანებლადაც კი მოქმედებს თქვენზე.

რჩევა: ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. არ დაუშვათ რომ თქვენმა ემოციებმა განსაზღვრონ თქვენი ქცევა. ემოციები ამ სიტუაციაში არ გიწევთ კარგ სამსახურს. ბავშვის ისტერიკა თქვენს რეპუტაციას არ ლახავს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი განცდები ამას გკარნახობთ.

მოითმინეთ რამდენიმე წუთი. დარჩით ბავშვის გვერდით და დაელოდეთ, როდის დაწყნარდება. მას შემდეგ, რაც ბავშვი დაწყნარდება, მოეხვიეთ მას და სცადეთ აუხსნათ ვითარება.

შესაძლებელია სცადოთ ბავშვის ყურადღების გადატანა სხვა რამეზე, მაგალითად: „ნახე, რამდენი ნუგბარი გვაქვს კალათში! წარმოგიდგენია რა გემრიელი იქნება ეს ნაყინი? და დედას როგორ გაუხარდება ამდენ ხილს რომ მივუტანთ? მოდი დამეხმარე სალაროსთან მივიტანოთ ჩვენი კალათი“.

იმისათვის, რომ უკეთ გაუგოთ თქვენს ბავშვს, იხილეთ შემდეგი რესურსი ზოგადი ინფორმაცია ბავშვებში ისტერიკის შესახებ.