თამაში და დალაგება – უკუშედეგის მქონე გზავნილები
Living Democracy » Parents » 1-3 წლის ბავშვები » საკუთარი კუთხის დალაგება » თამაში და დალაგება – უკუშედეგის მქონე გზავნილებიუკუშედეგის მქონე გზავნილები 1:
გზავნილები და გამონათქვამები, რომლებიც უარყოფით ემოციებსა და რეაქციებს იწვევს თქვენს ბავშვში, უკუშედეგის მქონე გზავნილებად მიიჩნევა. თქვენ ამგვარად მოპყრობის დროს პატივს არ სცემთ და შემწყნარებლობას არ იჩენთ თქვენი ბავშვის მიმართ. პატივისცემა და შემწყნარებლობა დემოკრატიული ქცევის საფუძველს წარმოადგენს და ამგვარი გზავნილებით თქვენ ბავშვში საპირისპირო ქცევის განვითარებას უწყობთ ხელს. ბავშვმა შესაძლებელია მოკლე პასუხი გაგცეთ, თავის დასაცავად, იმის გამოსახატავად, რომ თავს დამცირებულად გრძნობს და რომ მას ვერ გაუგეს. ამგვარი გზავნილები კონფლიქტის საწინდარია და ზოგჯერ კომუნიკაციის ერთბაშად შეწყვეტას იწვევს.
უკუშედეგის მქონე გზავნილები ბავშვის განვითარების შეფერხებას იწვევს. ბავშვები ვერ ახერხებენ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას, როდესაც მათ მხოლოდ ნეგატიური ხასიათის და დამამცირებელი გზავნილები ესმით. შედეგად, ისინი ვერ ახერხებენ ჩამოყალიბდნენ ძლიერ პიროვნებებად, რაც დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს წარმოადგენს.
თქვენი კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად და ბავშვთან უფრო დემოკრატიული მიდგომების გამოსაყენებლად, საჭიროა თავდაპირველად შეაფასოთ კომუნიკაციის ის ჩვევები, რომლებსაც თქვენ ფლობთ. გსურთ საკუთარი ჩვევების შეფასება? ამობეჭდეთ აქ მოცემული დოკუმენტი!