საკვების მიღებასთან დაკავშირებული ჩვევები – ანალიზი
Living Democracy » Parents » 1-3 წლის ბავშვები » საკვების მიღებასთან დაკავშირებული ჩვევები » საკვების მიღებასთან დაკავშირებული ჩვევები – ანალიზიანალიზი
გამოძებნეთ კონსტრუქციული გზა ბავშვთან წარმატებული ურთიერთობის დასამყარებლად, სამი მნიშვნელოვანი პრინციპის გამოყენებით. მოცემული კითხვები დაგეხმარებათ წარმატებული ურთიერთობის შესაძლებლობების მოძიებაში:
ჩააყენეთ საკუთარი თავი ბავშვის მდგომარეობაში: როგორ ვითარებაშია თქვენი ბავშვი?
ესაუბრეთ მეტი: რაზე შეიძლება ესაუბროთ ბავშვს? აღწერეთ საკვები, რომელსაც ბავშვი მიირთმევს. აღწერეთ რას აკეთებს თქვენი ბავშვი. აღწერეთ რას გრძნობთ თქვენ და რატომ ხართ გაბრაზებული.
მოისმინეთ ბავშვის პასუხი: რისი გაკეთება შეუძლია ბავშვს დამოუკიდებლად? რას გააკეთებთ ერთად შემდგომ?
კვებასთან დაკავშირებული ჩვევების შესახებ კომუნიკაციის მაგალითები, სამ მნიშვნელოვან პრინციპზე დაყრდნობით
მოისმინეთ ბავშვის პასუხი: ვხედავ, რომ საკვებით თამაშობ. არ მოგწონს რაც შენს თეფშე დევს? არ გშია?
ესაუბრეთ მეტი: როდესაც საკვებს აქეთ-იქით ისვრი, მე დიდი დრო დამჭირდება სამზარეულოს დასალაგებლად. მოდი ერთად ვნახოთ რა დევს შენს თეფშზე. რამდენი გემრიელი რამ არის და რა კარგი სუნი აქვს! გრძნობ სუნს? გინდა დაგეხმარო ჭამაში?
მოისმინეთ ბავშვის პასუხი: ახლა რა გსურს მიირთვა? სტაფილო? რა გემრიელია, სტაფილო ტკბილია. მოდი სტაფილო პატარ-პატარა ნაჭრებად დავჭრათ, შეგვიძლია ერთად მოვახერხოთ ეს. რამდენი ატრიაა შენს თეფშზე? მოდი ერთად დავთვალოთ! ხომ არ გინდა წყალი ან ჩაი? შეგიძლია ჭიქა თავად დაიჭირო. შემდეგ რა გინდა გასინჯო? ახლა რას გასინჯავ? თუ გინდა, შეგიძლია ბარდის მარცვლები თეფშიდან თავად აიღო.