საკვების მიღებასთან დაკავშირებული ჩვევები – რჩევები

Living Democracy » Parents » 1-3 წლის ბავშვები » საკვების მიღებასთან დაკავშირებული ჩვევები » საკვების მიღებასთან დაკავშირებული ჩვევები – რჩევები

< Back


რჩევები

ბავშვის კვებასთან დაკავშირებული ზოგადი რჩევები:

ბავშვები კარგად ვერ აცნობიერებენ საკუთარ საჭიროებებსა და სურვილებს და ვერც სწორად გადმოსცემენ მათ. შესაბამისად, თქვენს ბავშვს შეიძლება თქვენთვის შემდეგი ჰქონდეს სათქმელი: არ მშია, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ჩემს გარშემო რა ხდება. რამდენი საინტერესო რამ არის აქ! და რამდენი რამის გაკეთება შემიძლია ამით!

ამრიგად, ბავშვის საქციელს ნუ მიიღებთ როგორც თქვენ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას; მის განზრახვას არ წარმოადგენს ის, რომ თქვენ დამატებითი სამუშაოს შესრულება გაიძულოთ.

თუ მიიჩნევთ, რომ ვერ მართავთ სიტუაციას, დათმობაზე წადით. არ დააძალოთ ბავშვს საკვების მიღება; თუ ბავშვს არ უნდა ჭამა ახლა, შეიძლება ცოტა ხნის შემდეგ მოითხოვოს საჭმელი. აიღეთ მაგიდიდან ბავშვის საჭმელი და უთხარით ბავშვს, რომ საჭმელს მერე მისცემთ, როდესაც მას მოშივდება.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი ბავშვი იმიტომ არ სჩადის ამა თუ იმ საქციელს, რომ თქვენ გაგაბრაზოთ ან მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ! დაძლიეთ ბრაზი და შეინარჩუნეთ სიმშვიდე!