სურსათის მაღაზიაში თქვენ 2 წლის გოგონა სელინასთან ერთად იმყოფებით, რომელიც მაღაზიაში ბევრ მისთვის საინტერესო რამეს პოულობს: შოკოლადს, პლასტმასის თასებს და ჟურნალებს. მას სურს რომ ეს ყველაფერი თქვენს კალათში მოათავსოთ და იყიდოთ. მაგრამ თქვენ ეს პროდუქტები არ გჭირდებათ და ეუბნებით მას, რომ ხელი არ ახლოს მათ. შემდეგ სელინა გთხოვთ სამი შეკვრა მისი საყვარელი ორცხობილის ყიდვას. თქვენ პასუხობთ: „არა სელინა, ჩვენ გვაქვს სახლში ეს ორცხობილა. დადე თავის ადგილზე!“ მაგრამ სელინა არ გიჯერებთ და დაჟინებით ითხოვს, რომ უყიდოთ მას ეს ორცხობილა. სელინას ისტერიკის შეტევა ემართება და, როგორც ჩანს მალე არ გადაუვლის.
როგორი იქნება თქვენი რეაქცია? ამოირჩიეთ ქვემოთ მოცემული ოთხი პასუხიდან ერთ-ერთი; შემდეგ დააწკაპუნეთ პასუხზე, რათა გაეცნოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამასთან თქვენ იხილავთ ახსნას, თუ რატომ არ არის რეკომენდებული რეაგირება მსგავს სიტუაციაზე.
“კარგი, პატარავ, აიღე შენი ორცხობილა!”
“არა სელენა, ადექი და ისე მოიქეცი, როგორც კარგი გოგოები იქცევიან! ნუ იქცევი ასე”
“ახლავე დაწყნარდი, თორემ ამ ხელს ხედავ?“
„ვხედავ, რომ ძალიან გაბრაზებული ხარ!“
დამატებითი რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მართოთ სიტუაცია, როდესაც თქვენს შვილს ისტერიკის შეტევა აქვს, შეგიძლიათ იხილოთ აქ!
“როგორ უნდა დაველაპარაკოთ ბავშვს, როდესაც მას ისტერიკის შეტევა აქვს?“ ”
„ბავშვთან საუბარი ისტერიკის შეტევის დროს“ ემყარება შემდეგ ლიტერატურას:
1 Heueck-Mauss, Doris. 2016. So rede ich richtig mit meinem Kind: Wie Worte wirken: Konflikte fair lösen: Stressfreier erziehen. Hannover: Humboldt, 32.
2 Heueck-Mauss, Doris. 2016. So rede ich richtig mit meinem Kind: Wie Worte wirken: Konflikte fair lösen: Stressfreier erziehen. Hannover: Humboldt, 44.
3 Gordon, Thomas. 2012. Familienkonferenz. Die Lösung von Konflikten zwischen Eltern und Kind. 3. Aufl. München: Heyne, 143 ff
Gordon, Thomas. 2012. Familienkonferenz. Die Lösung von Konflikten zwischen Eltern und Kind. 3. Aufl. München: Heyne.
Heueck-Mauss, Doris. 2016. Das Trotzkopfalter. Erziehungs-ABC mit Tipps und Strategien. Richtiger Umgang mit kindlichen Emotionen. 8. Aufl. Hannover: Humboldt, 37 ff.