ახლავე დაწყნარდი, თორემ ამ ხელს ხედავ?
Living Democracy » Parents » 1-3 წლის ბავშვები » ისტერიკის შეტევები » ახლავე დაწყნარდი, თორემ ამ ხელს ხედავ?ძალადობა არც ერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული. ამგვარი რეაქცია არღვევს ურთიერთობას თქვენსა და თქვენს ბავშვს შორის. თქვენი შვილი ვერ შეძლებს ჩამოყალიბდეს ძლიერ და თავდაჯერებულ პიროვნებად, თუ იგი მუდმივად ფიზიკური ძალადობის მსხვერპს წარმოადგენს. მაშინ როცა, დემოკრატიული საზოგადოების შენება და შენარჩუნება მხოლოდ და მხოლოდ ჩამოყალიბებულ და სრულყოფილ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომლებსაც შეუძლიათ დემოკრატიული ღირებულებების პრაქტიკაში გამოყენება. ადამიანებს, რომლებსაც ნებისმიერი ფორმის ძალადობის შედეგად ფსიქიკური ტრავმა აქვთ მიღებული, არ შეუძლიათ იმოქმედონ თავისუფლად და დემოკრატიულად.
ამრიგად, შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ამაში შესაძლოა დაგეხმაროთ შემდეგი რჩევები: დაითვალეთ 10-მდე; ღრმად ჩაისუნთქეთ; ამოუშვით მოკლე ბგერა ან ფეხი დაჰკარით იატაკს.
იხილეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზოგადი ინფორმაცია რომელიც ეხება ბავშვებში ისტერიკის შეტევების მართვას. შესაძლოა ეს დაგეხმაროთ უკეთ გაუგოთ თქვენ ბავშვს და მოთოკოთ თქვენი სიბრაზე.