ვხედავ, რომ ძალიან გაბრაზებული ხარ!

Living Democracy » Parents » 1-3 წლის ბავშვები » ისტერიკის შეტევები » ვხედავ, რომ ძალიან გაბრაზებული ხარ!

< Back


მამას სურს გაუგოს თავის შვილს და ახსნა მოუძებნოს მის ქცევას. იგი არ თვლის, რომ ბავშვმა ისტერიკები მის წინააღმდეგ მოაწყო და ესმის, რომ ეს ძლიერი ემოციების შემოტევით არის განპირობებული, ან არავერბალური გამოხატვაა იმისა, რომ იგი დაღლილია (1-საათიანი სიარული საყიდლებზე 2 წლის გოგონასთვის ძალიან დამღლელია!). მამა იყენებს ღია კომუნიკაციის მიდგომას და თავის ბავშვს საუბარს უწყებს გრძნობებზე. შედეგად იგი მიიღებს წარმატებულ ურთიერთობას თავის ბავშვთან (იხილეთ ჩენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ღია კომუნიკაციის). შესახებ). შესაძლოა მოგვეჩვენოს რომ ძალიან ნაადრევია 2 წლის გოგონასთან მსგავსი საუბრების გამართვა, თუმცა, ექსპერიმენტის ჩატარება ღირს. თქვენ შეგიძლიათ უთხრათ ბავშვს, რომ გესმით როგორ უნდა მას ამ ორცხობილის ყიდვა, და შემდეგ აუხსნათ, რატომ ვერ შეძლებთ ამის გაკეთებას მოცემულ მომენტში:

“გეთანხმები, ეს ორცხობილა ძალიან გემრიელია. მეც ძალიან მომწონს. მაგრამ ჩვენ სამი შეკვრა ეს ორცხობილა ვიყიდეთ, ბოლოს რომ ვიყავით მარაზიაში. გახსოვს? ასე რომ, დღეს მისი ყიდვა არ გვჭირდება; თორემ ის ორცხობილა, რომელიც სახლში გვაქვს დაძველდება და გადასაგდები იქნება. მოდი დამეხმარე თაროზე დავაბრუნოთ ეს ორცხობილა და სალაროსთან მივიდეთ. თუ გინდა, სახლში რომ მივალთ, შენი ორცხობილა ერთად მივირთვათ“.