„მე–შეტყობინება“

Living Democracy » Parents » 4 – 12 ბავშვები » ბულინგი » „მე–შეტყობინება“

< Back


„მე–შეტყობინება“:

შეეცადეთ ხშირად ისარგებლოთ „მე–შეტყობინების“ მეთოდით. „მე–შეტყობინებაში“ თქვენ გამოთქვამთ თქვენს განცდებს, აზრებსა და მოლოდინს. ეფექტური „მე–შეტყობინება“ სამი ნაწილისგან შედგება:

1. თქვენთვის მიუღებელი ქცევის აღწერა
2. თქვენი, როგორც მშობლის განცდა
3. პრაქტიკული ზემოქმედება, რომელსაც ბავშვის ქცევა ახდენს მშობელზე

ქცევაში მოიაზრება თქვენი შვილის მიერ ჩადენილი ქმედება ან მისი ნათქვამი. მარტივად აღწერეთ თქვენთვის მიუღებელი ქცევა. არ განსაჯოთ, არ შეაფასოთ და არ მოუძებნოთ ქცევას ინტერპრეტაცია!

შემდეგ ეტაპზე, შეაფასეთ თქვენი განცდები, რომელიც ამ ქცევამ გამოიწვია. რას ვგრძნობ? აღწერეთ თქვენი განცდები გულწრფელად. გულწრფელობა და ემოციებისა და განცდების ღიად გამჟღავნება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამგვარად, თქვენი შვილი მიხვდება, რატომ არის მისი ქცევა თქვენთვის მიუღებელი, და რომ საჭიროა მისი შეცვლა.

თქვენს შვილს უნდა ესმოდეს, რატომ წარმოადგენს მისი ქცევა პრობლემას და თქვენთვის მიუღებელს. შესაბამისად, თქვენ მას უნდა აუხსნათ ამ ქცევის კონკრეტული და პრაქტიკული შედეგები. გარდა ამისა, დაუსახელეთ სხვა უარყოფითი შედეგები, რომელიც ამგვარ ქცევას მოჰყვება (დროისა და ფულის ფუჭი ფლანგვა, ზედმეტი სამუშაოთი თქვენი დატვირთვა, თქვენი შეზღუდვა დაკავდეთ თქვენი საყვარელი საქმიანობით და ა.შ.).

დაიმახსოვრეთ:
„მე–შეტყობინება“ = ქცევა + განცდა + ზემოქმედება

აქ შეგიძლიათ იხილოთ მასალა, რომელიც დაგეხმარებათ „მე–შეტყობინების“ მეთოდის დახვეწაში!