“კარგი, პატარავ, აიღე შენი ორცხობილა!”
Living Democracy » Parents » 1-3 წლის ბავშვები » ისტერიკის შეტევები » “კარგი, პატარავ, აიღე შენი ორცხობილა!”შვებას გრძნობთ, იმის გამო, რომ თქვენი პატარა დაწყნარდა და აღარ აწუხებს მაღაზიაში მყოფ სხვა კლიენტებს. გსურთ რაც შეიძლება სწრაფად დატოვოთ მაღაზია და თანახმა ხართ იყიდოთ ის, რაც ნამდვილად არ გჭირდებათ.
ფრთხილად იყავით: თუ მუდმივად ამგვარად იქცევით, თქვენი გოგონა მიხვდება, რომ საკმარისია საზოგადოების თავშეყრის ადგილზე კივილი მორთოს და მიიღებს იმას, რაც სურს.
რჩევა: ერთად დაგეგმეთ რის ყიდვას აპირებთ მაღაზიაში გამგზავრებამდე: შეადგინეთ პროდუქტების ჩამონათვალი და საშუალება მიეცით ბავშვს აირჩიოს, რისი ყიდვა სურს თავად (მაგალითად, ფანქრების, ბანანის და ა.შ.). საშუალება მიეცით ბავშვს თავად აირჩიოს ეს პროდუქტი მაღაზიაში და თავად მოათავსოს კალათში.