ღია კომუნიკაცია
Living Democracy » Parents » 1-3 წლის ბავშვები » ისტერიკის შეტევები » ღია კომუნიკაციაღია კომუნიკაცია
კომუნიკაცია მხოლოდ ვერბალურ კავშირს არ გულისხმობს. ჩვენ ერთმანეთთან არავერბალურ კომუნიკაციასაც ვამყარებთ, მაგალითად, სხეულის ენის გამოყენებით (სახის გამომეტყველებით, დგომის მანერით ან ჟესტებით). გარდა ამისა, ჩვენი ხმის ტემბრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ჩვენს გზავნილებს გარშემომყოფები.
დამატებით, გზავნილის სწორად მიწოდების მიზნით, საჭიროა გათვალისწინებული იქნას მისი ოთხი განსხვავებული ასპექტი (ინფორმაცია, მიმართება, აპელაცია და თვითგამოხატვა).
დასკვნა: არ არის მარტივი გზავნილის ისე გადაცემა, რომ იგი აღქმული იყოს ზუსტად ისე, როგორც ეს გზავნილის ავტორს ჰქონდა განზრახული, და კიდევ უფრო რთულია გზავნილის მიმღების მხრიდან მისი გაშიფვრა გზავნილის ავტორის განზრახვის ამოსაცნობად.
აქედან გამომდინარე, საჭიროა ღია კომუნიკაციის დამყარება. ღია კომუნიკაცია საშუალებას გვაძლევს გზავნილის ფარული ასპექტი უფრო აშკარა გავხადოთ და იგი გარანტიაა იმისა, რომ ჩვენს გზავნილს სხვები არასწორად არ აღიქვამენ. არის შემთხვევები, როდესაც თავად გზავნილის ავტორსაც კი უჭირს ბოლომდე ჩასწვდეს თავისივე გზავნილის ან ქცევის განზრახვას. მაგალითად, ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი გრძნობების, შინაგანი განწყობისა და საჭიროებების კონტროლი, ხშირად ვერ ახერხებენ მათ ნათლად გადმოცემას. აქედან გამომდინარე, მშობლისა და სხვა მოზრდილი პირების მოვალეობას წარმოადგენს მათ საჭიროებებზე ზრუნვა (მაგალითად, მათ უნდა აკონტროლონ ბავშვი ავად ხომ არ არის, ან ხომ არ სცივა; რაიმე ტკივილს ხომ არ აყენებს თუ მხოლოდ დაღლილია). ორი წლის გოგონას სიტუაცია, გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ იგი ვერ ახორციელებს საკუთარი საჭიროების ზუსტად ამოცნობას. ამრიგად, მშობლის პრეროგატივას წარმოადგენს ბავშვის საჭიროების განსაზღვრა. ღია კომუნიკაცია შესაძლოა დაგეხმაროთ თქვენი შვილის გზავნილის მიღმა მისი რეალური საჭიროების ამოცნობაში.
როგორ შეიძლება მიღწეული იქნას ღია კომუნიკაცია?
პირველ რიგში: აჩვენეთ ბავშვს რა გაიგეთ და როგორ გაიგეთ მისი გზავნილი. არ შეეცადოთ თქვენებური ინტერპრეტაცია მისცეთ მის მიერ წარმოთქმულ ფრაზებსა თუ ქმედებებს. მხოლოდ აცნობეთ მას, რა გაიგონეთ და რა დაინახეთ.
მეორე რიგში: თქვენც უნდა შეეცადოთ თქვენი განცდების, სურვილებისა და საჭიროებების ღიად კომუნიკაციას. არ წარმოადგინოთ ისინი ნაგულისხმევი სახით.
და ბოლოს: ზოგადად, საკმარისი დრო დაუთმეთ ბავშვთან დიალოგსა და კომუნიკაციას. ამგვარად, თქვენ საკუთარ შვილს აგრძნობინებთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იგი თქვენთვის; რომ გაინტერესებთ მისი აზრები, ემოციები და მისი ცხოვრება. ამგვარად თქვენი შვილი იგრძნობს, რომ იგი მიღებულია, რაც საკუთარ თავში რწმენას გაუღრმავებს.
ღია კომუნიკაციის პრაქტიკული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ!