თამაში და დალაგება – რჩევები
Living Democracy » Parents » 1-3 წლის ბავშვები » საკუთარი კუთხის დალაგება » თამაში და დალაგება – რჩევებირჩევები
ქვევით მოცემულია მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვმართთ მსგავსი სიტუაცია. თუ საშუალება გაქვთ გაესაუბრეთ ამ თემაზე თქვენს მეუღლეს ან თქვენს მეგობრებს. გაუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება.
გსურთ რაიმეს შეცვლა? ჩვენ გვსურს შემოგთავაზოთ ჩვენი მოსაზრებების პრაქტიკაში გამოცდა, ბავშვთან, რომელიც დაღლილია და არ სურს დაალაგოს საკუთარი კუთხე.
როდესაც ბავშვს საშუალებას აძლევთ ისწავლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ამით თქვენ მას ეხმარებით ჩამოყალიბდეს საზოგადოების წევრად, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე და აქტიურად მონაწილეობს დემოკრატიულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში. აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს:
http://www.living-democracy.com/ge/suggestions/?key_concept=responsibility
- დაფიქრდით როგორ ესაუბრებით თქვენს ბავშვს: თუ ხშირად იყენებთ მითითებებს, ბრძანებებს, მკაცრ ტონსა და საყვედურებს, ამით შესაძლებელია შეაფერხოთ ბავშვის განვითარება ენობრივი კომპეტენციის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მსგავს დამოკიდებულებას ბავშვი მტკივნეულად აღიქვამს და შესაძლებელია ამით ვერაფერი ისწავლოს. ეცადეთ არ გამოიყენოთ ბრძანებითი კილო, მაგალითად: „ახლავე აალაგე შენი ნივთები!“, „დაალაგე ოთახი!“
თუ გსურთ მეტი ინფორმაცია მიიღოთ კომუნიკაციის სტილზე, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს და, ასევე, კომუნიკაციის სტილზე, რომელიც უკუშედეგის მომტანია, იხილეთ აქ განთავსებული მასალა! - ეცადეთ შესთავაზოთ ბავშვს არჩევანი და დაუსვათ კითხვები, რომლებზე პასუხადაც იგი საკუთარი მოსაზრების გამოთქმას შეძლებს, მაგალითად: რა უნდა მოუხერხო ამდენ სათამაშოს, როდესაც თამაშს დაასრულებ?“
- ბავშვებს სიამოვნებთ პოზიტიური კომენტარები. შეგიძლიათ იგი შეაქოთ ან დადებითი ემოცია გამოხატოთ, როდესაც ბავშვი კონსტრუქციულ ქმედებას გთავაზობთ, ან ამგვარად უპასუხოთ: „მართალი ხარ, ჩვენ ავალაგებთ სათამაშოებს, ყოჩაღ!“, ან „ვიცი რომ დაღლილი ხარ. მოდი ერთად სწრაფად ავალაგოთ და მერე სადილი მივირთვათ“, ან „ვხვდები რომ ბრაზობ, გინდა ხვალ ავალაგოთ?“
- მოიქეცით ისე, რომ ბავშვმა მოგბაძოთ: აჩვენეთ მას როგორ უნდა დალაგდეს წიგნები თაროზე, როგორ უნდა მოათავსოს სათამაშო კუბურები ერთ ყუთში და სათამაშო მანქანები – მეორეში. მოწესრიგებული უნდა გქონდეთ თქვენი საკუთარი დოკუმენტებიც, წიგნები, სამზარეულოს აქსესუარები. თქვენი ბავშვი ამას შეამჩნევს და თქვენგან მაგალითს აიღებს: „მე მარტივად ვპოულობ იმას, რაც მსურს, და ეს უფრო სახალისოა როდესაც ყველაფერი წესრიგში და მილაგებულია!“.
- წაახალისეთ ბავშვი გაგიზიაროთ რას ფიქრობს და მოუსმინეთ მას. ამგვარად თქვენ ხელს უწყობთ მისი ლექსიკური მარაგის შევსებას და მათ ტვინში ნეირონების ქსელის მოწესრიგებას.