სკოლაში ველოსიპედით მგზავრობის დღე და სკოლაში ფეხით მგზავრობის დღე
Living Democracy » Principals » აქტიური სკოლა » მოქმედება » სკოლაში ველოსიპედით მგზავრობის დღე და სკოლაში ფეხით მგზავრობის დღესკოლაში ველოსიპედით მგზავრობის დღე და სკოლაში ფეხით მგზავრობის დღე წარმოადგენს ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება მოსწავლეების მიერ იმის გაცნობიერებას, თუ რამდენად სასიამოვნო და სახალისოა ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილება, და ეს ღონისძიებები ასევე ემსახურება მოსწავლეების, მათი ოჯახის წევრების, სკოლის ხელმძღვანელების, საზოგადოების წარმომადგენლებისა და პარტნიორი სკოლების დარწმუნებას იმაში, რომ შესაძლებელია ყოველდღიურად სკოლაში ფეხით ან ველოსიპედით სიარული.
ღონისძიების დაგეგმვა
როდესაც ღონისძიების თემა ცნობილია, მისი დაგეგმვა და აქტივობების მოფიქრება მარტივდება:
აქტივობა 1: „ფეხმავალი სასკოლო ავტობუსი“ სკოლაში ფეხით მისვლის დღეს
უბანში დანიშნეთ „ფეხმავალი სასკოლო ავტობუსების“ გაჩერებები და ამ გაჩერებების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეთ სკოლის ყველა მოსწავლეს; შეარჩიეთ მოსწავლეები, რომლებიც „ფეხმავალი სასკოლო ავტობუსების“ „მძღოლების“ ფუნქციას შეასრულებენ, დანიშნულ დროს გაჩერებაზე დახვდებიან და წინ გაუძღვებიან სკოლისკენ მომავალ მოსწავლეებს. სკოლაში „ფეხმავალი სასკოლო ავტობუსებით“ მოსულ მოსწავლეებს ხვდებიან და ესალმებიან სკოლის ხელმძღვანელი და მასწავლებლები. სკოლის ხელმძღვანელი მოკლე სიტყვით გამოდის სკოლის ეზოში შეკრებილი მოსწავლეებისა და მათი მშობლების წინაშე და ესაუბრება მათ იმ სარგებელზე, რომელიც ფეხითა ან ველოსიპედით მგზავრობას მოაქვს გარემოს დაცვის მიმართულებით.
აქტივობა 2: ჯგუფური მსვლელობა
სკოლასთან არც თუ ისე ახლოს წარმოებს ტერიტორიის შერჩევა, მაგალითად ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ავტომანქანების გაჩერებაა შესაძლებელი, და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაც ახლოს არის. მშობლები და მოსწავლეები იკრიბებიან ამ ადგილზე, დათქმულ დროს, და აწყობენ ჯგუფურ მსვლელობას სკოლის მიმართულებით, რაშიც მათ ადგილობრივი სამართალდამცავები ეხმარებიან. მსვლელობაში მონაწილეებს თან მოაქვთ ბანერები წარწერებით, რომლებიც წლის თემას ეხმაურება. მსვლელობის მონაწილეებს სკოლასთან ხვდება ქალაქის მერი, რომელიც მართავს მცირე პრესკონფერენციას საკითხებზე, რომლებიც ეხება მთელს ქალაქში ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას და სპეციალური ბილიკების მონიშვნას იმ პირებისთვის, რომლებიც ველისოპედით გადაადგილდებიან.
აქტივობა 3: ველომსვლელობა
მოსწავლეები და მათი მშობლები იკრიბებიან სკოლიდან მოშორებით მდებარე ტერიტორიაზე რათა მონაწილეობა მიიღონ სკოლისკენ ველომსვლელობაში. მათ სკოლის დირექტორიც უერთდება, ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებთან და სპორტსმენებთან ერთად. ველომსვლელობის დაწყებამდე ყველა ირგებს ჩაფხუტს; მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ ჩაფხუტები, ურიგდებათ სკოლის მიერ წინასწარ მომარაგებული ჩაფხუტები. ველომსვლელობა იწყება სკოლის მიმართულებით, სადაც მონაწილეებს ხვდებიან მასწავლებლები და ურიგებენ მათ მაისურებს და ველოსიპედით უსაფრთხოდ მგზავრობისთვის განკუთვნილ, მაღალი ხილვადობის ატრიბუტებს.
აქტივობა 4: კონკურსი სიარულში
ღონისძება იწყება შეკრებით, რომლის დროსაც სკოლის ხელმძღვანელი მიმართავს მოსწავლეებს და აცნობს მათ ჯანსაღი ცხოვრების წესებს, პირობას დებს მათ წინაშე, რომ თავადაც დაიცავს ამ წესებს, და აცხადებს კონკურსს კლასებს შორის, რისთვისაც თითოეული კლასის მოსწავლეებმა უნდა აწარმოონ აღრიცხვა, ერთი თვის მანძილზე რამდენ ფეხით მსვლელობასა თუ ველომსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. გაკვეთილებს შორის დასვენებების დროს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ სკოლის სარბენ ბილიკზე ან სკოლის ეზოში მოაწყონ მსგავსი მსვლელობები ან ირბინონ; მასწავლებლები კარგი ყოფაქცევისთვის კლასებს გამოუყოფენ დამატებით დროს სკოლის ეზოში სირბილისა ან ფეხით მსვლელობის მოწყობისათვის.