როგორ ვაქციო ჩემი სკოლა აქტიურ სკოლად
Living Democracy » Principals » აქტიური სკოლა » მოქმედება » როგორ ვაქციო ჩემი სკოლა აქტიურ სკოლადაქციეთ თქვენი სკოლა აქტიურ სკოლად, სასწავლო პროცესში ფიზიკური აქტივობებისა და ჯანმრთელობის პროგრამების ჩართვით.
აირჩიეთ და გაახორციელეთ ახალი აქტივობები ყოველთვიურად.
აქტივობებთან/ღონისძიებებთან დაკავშირებული რეკომენდებული |
მაღალი კლასის მოსწავლეები აზომვით სამუშაოებს აწარმოებენ სკოლის ეზოში და გამოყოფენ და აღნიშნავენ სავალ/სარბენ ბილიკებს, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ მოსწავლეებს და მათ მშობლებს სკოლაში მოსვლისას და, ასევე, მასწავლებლებს, სასკოლო დღის განმავლობაში. |
მოსწავლეები მონაწილეობენ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებისათვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწესრიგებაში, რათა იგი უფრო მოსახერხებელი გახდეს მოსწავლეებისათვის. წარმოებს ყველა ყუთის შიგთავსის შემოწმება და მათზე შესაბამისი იარლიყების დაკვრა. აქტიური სკოლის კომიტეტი იღებს ვალდებულებას მასზედ, რომ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებისათვის განკუთვნილი ტერიტორია მუდმივად მოწესრიგებული იყოს და ყველა დამხმარე ინვენტარი თუ აღჭურვილობა თავის ადგილზე იქნეს დაბრუნებული, მათი გამოყენების შემდეგ. |
ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა და რესურსები სკოლის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილზეა განთავსებული. სკოლა შეიძენს ან შემოწირულობის სახით მიიღებს ფარდულს, რომელშიც მოსწავლეები შეიტანენ აღნიშნულ აღჭურვილობას და უზრუნველყოფენ მათ სათანადო პირობებში შენახვას, ფარდულში არსებულ თაროებსა და საკიდებზე. ყველა აღჭურვილობას იარლიყის სახით უნდა ახლდეს მისი დანიშნულების მოკლე აღწერა და საკუთარი ადგილი უნდა ჰქონდეს მიჩენილი. |
აქტიური სკოლის კომიტეტი აწარმოებს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობის აღწერას, რომლის დროსაც ისინი აღრიცხავენ მწყობრიდან გამოსულ აღჭურვილობას და ადგენენ საჭირო ახალი აღჭურვილობის სიას, ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრებების გათვალისწინებით, და თადარიგს იჭერენ საჭირო აღჭურვილობის შესაძენად. სკოლის პერსონალის ყოველ წევრს ისინი გადასცემენ ინვენტარის ჩამონათვალს, სადაც მითითებულია თუ სად ინახება თითოეული აღჭურვილობა. |
დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის წარმოებს ხალხური ცეკვების სწავლებისათვის საჭირო რესურსების მომარაგება. ხალხური ცეკვებისთვის საჭირო მუსიკის ატვირთვა ხდება საერთო სერვერზე. |
სკოლა შეიძენს ან იმარაგებს პორტატულ აღჭურვილობას, რომელშიც შედის მიკროფონები, ხმის გამაძლიერებლები, მეგაფონები, ღია ცის ქვეშ სივრცეში გამართული ღონისძეიბებისათვის, როგორიცაა ღია ცის ქვეშ გამართული ცეკვის გაკვეთილები, და სკოლის ეზოში გამართული მოთელვა ან ვარჯიშები სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. |
სკოლა შეიძენს ან იმარაგებს აღჭურვილობას, რომელიც საჭიროა ღია ცის ქვეშ გამართული გუნდური და სათავგადასავლო თამაშებისათვის (მაგ. მუხლუხები, მილები და ა.შ.). თითოეული აქტივობისა თუ თამაშისათვის საჭირო აღჭურვილობა ინახება ცალკე ყუთში, სათანადო იარლიყით. |
სკოლა იღებს შემოწირულ სათამაშოებსა და აღჭურვილობებს სკოლის ეზოში ფიზიკური აქტივობებისთვის. სათამაშოებსა და აღჭურვილობებს ირჩევენ აქტიური სკოლის კომიტეტის წევრები, ყველა მოსწავლის მოსაზრებების გათვალისწინებით. სათამაშოებისა და აღჭურვილობების შერჩევა წარმოებს ისეთი ფიზიკური აქტივობებისათვის, რომლებიც სკოლის ბევრ მოსწავლეს დააინტერესებს, მაგალითად, ბურთები, სავარჯიშო რგოლები, ლენტები და ა.შ. |
სათამაშო მოედნისათვის საჭირო აღჭურვილობისა და მოწყობილობების შეძენა და შენახვა ხდება სკოლის ეზოში მოსახერხებელ ადგილას. უფროსკლასელებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათ შენახვაზე, განაწილებასა და შეგროვებაზე. მოსწავლეები ადგენენ აღჭურვილობის ჩამონათვალს, მათთვის განკუთვნილი ადგილების მითითებით, რომელიც თან ერთვის საცავ ყუთს, რათა მოსწავლეებმა იცოდნენ სად უნდა განათავსონ მოწყობილობები, შესვენების დაწყებამდე. |
თითოეულ კლასს აქვს საკუთარი ჩანთა კონკრეტული აღჭურვილობისათვის და ამ კლასის მოსწავლეები პასუხისმგებელი არიან აღჭურვილობის განაწილებაზე, შეგროვებასა და შენახვაზე. სკოლის სათამაშო მოედნის გვერდით არის მოწყობილი სპეციალური საცავი, სადაც ყველა კლასი აღჭურვილობის ჩანთებს ინახავს. |
სკოლა მიმართავს შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, გზებზე ნიშნულების დასატანად საჭირო შაბლონების მათთვის დროებით გადაცემის თხოვნით. მშობელთა ასოციაციის დახმარებითა და გზებზე ნიშნულების დატანაზე პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სკოლის ეზოში აწარმოებენ ნიშნულების დატანას ან არსებული ნიშნულების განახლებას. |
ჩვენ უარს ვამბობთ “არ ირბინო” პოლიტიკაზე, და საშუალებას ვაძლევთ ბავშვებს, კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, თავისუფლად ირბინონ ეზოში, რადგან ვიცით, რომ ფიზიკური ვარჯიშის გარეშე ცხოვრება ადამიანის გულზე, ხერხემალზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გაცილებით უფრო უარყოფითად ზემოქმედებს, ვიდრე გატეხილი ცხვირი ან დალურჯებული მუხლი. |
სკოლა ორგანიზებას უწევს სკოლის სათამაშო მოედნის პერიმეტრის გარშემო წრიული სარბენი ბილიკის მოწყობას. მოსწავლეებს შეუძლიათ წრეზე იარონ, ირბინონ ან იძუნძულონ გაკვეთილებს შორის დასვენებების დროს და აღრიცხონ შესრულებული წრეების რაოდენობა თავიანთ ჟურნალებში. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისათვის დგინდება სხვადასხვა სამიზნე მანძილი და დრო. |
გაკვეთილებს შორის დასვენებების დროს მოსწავლეებს შეუძლიათ იხტუნონ სახტუნაოებით, რომლებიც სკოლას ამ მიზნით აქვს მომარაგებული. |
სკოლის მნე უზრუნველყოფს ხმის გამაძლიერებლის დასამაგრებელი გორგოლაჭებიანი მოწყობილობის დამზადებას, რომლის გატანაც სკოლის ეზოში მარტივად იქნება შესაძლებელი, გაკვეთილებს შორის დასვენებების დროს, რათა მოსწავლეებს საშუალება ჰონდეთ მუსიკის თანხლებით იცეკვონ და გაერთონ შესვენებებზე. |
ოთხშაბათი ცეკვის დღეა – ყოველ ოთხშაბათს, სათანადო აღჭურვილობა – მიკროფონები, ხმის გამაძლიერებლები, მეგაფონები – მონტაჟდება სკოლის ეზოში, და დიდი დასვენების დროს მოსწავლეები ერთვებიან აქტივობაში, რომელიც სკოლის ეზოში მუსიკის თანხლებით ცეკვას გულისხმობს. მოსწავლეებს შეუძლიათ, სპეციალურ ყუთში საკუთარი შეთავაზებების მოთავსებით, მოითხოვონ მათთვის სასურველი საცეკვაო მუსიკა. |
ათწუთიანი ფიზიკური აქტივობა ხუთშაბათობით – ყველა კალსის მოსწავლეები ერთვებიან ათწუთიან უწყვეტ ფიზიკურ აქტივობაში, რომელიც ყოველ ხუთშაბათს სკოლის ეზოში იმართება. ფიზიკური აქტივობა შეიძლება გულისხმობდეს ხტუნვას, ვარჯიშს სავარჯიშო რგოლის გამოყენებით, ცეკვას. აქტივობების გამრავალფეროვნება წარმოებს მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში. |
პარასკევი ფეხბურთის გარეშე – სკოლაში წარმოებს წესის შემოღება, რომლის თანახმადაც, ყოველ პარასკევს ფეხბურთის თამაში იკრძალება სკოლის სათამაშო მოედანზე, და მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა გაერთონ ალტერნატიული ფიზიკური აქტივობებით. |
“საუბარი ფეხით გასეირნებისას” – სკოლის თანამშრომლები მოუწოდებენ მოსწავლეებს ჩართონ ნაკლებად აქტიური თავიანთი თანატოლები აქტივობაში, რომელიც გულისხმობს გაკვეთილებს შორის შესვენებების დროს მეტ მოძრაობას სკოლის დერეფნებსა თუ სკოლის ეზოში. |
მეგობრობის რაზმი – მოსწავლეები, გოგონები და ბიჭები ქმნიან მეგობრების გუნდს, რომელთა პასუხისმგებლობაშიც შედის რომელიმე აღჭურვილობის ორგანიზება უმცროსკლასელი მოსწავლეების კონკრეტულ ფიზიკურ აქტივობაში ჩართვის მიზნით. გარდა ამისა, რაზმის წევრები მოუწოდებენ ყველა უმცროსკლასელ ბავშვს აქტიურად ჩაერთონ აქტივობაში და თანატოლებთან ერთად დაკავდნენ მათთვის შეთავაზებული ფიზიკური აქტივობით. რაზმის წევრებმა უნდა ატარონ სპეციალური მაღალი ხილვადობის ჟილეტები, ჟილეტების უკანა მხარეს წარწერით „მეგობრობის რაზმი“ |
„ეზოს მეგობრები“ პასუხისმგებლობას იღებენ უმცროსკლასელი მოსწავლეების მეთვალყურეობაზე, როდესაც ისინი რაიმე ფიზიკური აქტივობით არიან დაკავებული, და მიჰყავთ ისინი სარბენ თუ სასეირნო ბილიკებზე, რა დროსაც უმცროსკლასელ მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ სივრცით და ჩაერთონ ფიზიკურ აქტივობაში. |
წვიმიან ამინდში, მასწავლებლები სთავაზობენ თავიანთ მოსწავლეებს ფიზიკურ აქტივობებს, რომელთა შესრულებაც საკლასო ოთახებში ან სკოლის დერეფნებშია შესაძლებელი. |
მაღალი კლასების მოსწავლეები ქმნიან მარტივ საცეკვაო ილეთებს, რომლებსაც ისინი, შემდგომ, სკოლის სხვადასხვა კლასების მოსწავლეებს ასწავლიან, სკოლის სპორტულ დარბაზში, წვიმიან ამინდში. მასწავლებლები მხოლოდ მაყურებლების როლში გამოდიან, რადგან სწავლების პროცესს უძღვებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც შექმნეს ცეკვის ილეთები. |
სკოლის სერვერზე ატვირთულია აქტიური საცეკვაო მუსიკის დიდი არჩევანი და სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სხვა პერსონალს Skype-ის საშუალებით მისდით შეტყობინება, რომელიც ახსენებს მათ, რომ შეუძლიათ ისარგებლონ აღნიშნული სერვერით, წვიმიან ამინდში, როდესაც მოსწავლეებს არ აქვთ საშუალება დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით სკოლის ეზოში ან სათამაშო მოედანზე. |
ყველა მოსწავლე აწარმოებს დღიურს, რომელშიც მათ შეჰყავთ მონაცემები ყოველდღიურად შესრულებული, მათი ასაკის შესაბამისი ფიზიკური აქტივობების შესახებ. მოსწავლეთა მიზანს წარმოადგენს ყოველდღიურად 60 წუთი დაუთმონ ფიზიკურ ვარჯიშსს. მოსწავლეებს, რომლებიც წარმატებით გაართმევენ თავს დასახულ ამოცანას, გადაეცემათ სპეციალური სტიკერები. |
მოსწავლეებს ფიზიკური დატვირთვის აღრიცხვის ჟურნალში შეაქვთ ინფორმაცია მთელი წლის განმავლობაში; ამ მიზნით თითოეული მათგანი ირჩევს ნებისმიერ ორკვირიან ბლოკს. მოსწავლეებს მათ მიერ არჩეულ ბლოკში შეაქვთ ყველა ის აქტივობა, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ ყოველდღიურად და ცდილობენ რაც შეიძლება ბევრ აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა. სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ყოველდღიურად ერთვებიან ფიზიკურ აქტივობებში და, ასევე, იმ მოსწავლეებს, რომლებიც კონკრეტულ შედეგებს იღებენ მათ მიერ შესრულებული ფიზიკური აქტივობებით. |
ტოროლები – წარმოადგენს ყოველდღიურ აქტივობას, რომლის დროსაც მოსწავლეები 10-15 წუთის განმავლობაში წრეს არტყავენ სკოლის მოედანს, გაკვეთილების დაწყებამდე. მოსწავლეებს ყოველდღიურად სათავაში უდგანან აქტიური სკოლის კომიტეტის წევრები. |
ყოველ დილით, გაკვეთილების დაწყებამდე, მოსწავლეები ასრულებენ ფიზიკურ ვარჯიშს, მაგალითად, ასკინკილათი შემოუვლიან სკოლის შენობას, სათამაშო მოედანის გარშემო ორ წრეს ასრულებენ სირბილით, ასრულებენ 50 ნახტომს და ა.შ. მასწავლებლები იღებენ გადაწყვეტილებას მათი მოსწავლეების ასაკისთვის შესაბამისი ფიზიკური აქტივობის შესახებ. |
მეორე კლასის ზევით მოსწავლეები მონაწილეობენ ღონისძიებაში, რომელიც ყოველ ოთხშაბათს იმართება და რომელიც გულისხმობს დილის 8 საათზე ერთი კილომეტრის გარბენას. |
ერთი საგნის გაკვეთილიდან მეორე საგნის გაკვეთილზე დასწრების წინ მოსწავლეები ასრულებენ 2-წუთიან ფიზიკურ ვარჯიშს, რაც მათ ეხმარება კონცენტრაციის, წონასწორობის, სხეულის მდგომარეობის, მოქნილობის და ა.შ. გაუმჯობესებაში. |
სკოლაში ეწყობა გამოფენა სკოლის ყველა მოსწავლის მონაწილეობით, რომლის დროსაც მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, კონკრეტულად, მათ მიერ შექმნილ აქტიური სკოლის პლაკატსა და ლოზუნგს. ცალკეული კლასის მოსწავეების ნამუშევრები გამოიფინება ცალკე საკლასო ოთახებში. |
საშინაო დავალებებთან ერთად, მოსწავლეებს ყოველდღიურად ეძლევათ დავალება 10 წუთი დაუთმონ ფიზიკურ ვარჯიშს. |
თითოეული კლასი აწყობს სულ მცირე ერთ საგანმანათლებლო მსვლელობას ყოველ სემესტრში. ამგვარი მსვლელობების დაგეგმვა წარმოებს სემსტრის დასაწყისში და მათი აღნიშვნა ხდება სკოლის კალენდარზე. კლასებს შეუძლიათ დაგეგმონ მსვლელობები სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის საფუძველზე, მაგალითად, ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად, ბუნებაში, მდინარის ნაპირზე და ა.შ. |
სკოლაში ეწყობა კონკურსი აქტიური სკოლის სტიკერის შესაქმნელად, რომელშიც სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობს. ცალკეული კლასის მოსწავეების ნამუშევრები გამოიფინება ცალკე საკლასო ოთახებში. კონკურსში გამარჯვებული სტიკერი დაიბეჭდება ასლების სახით და დაურიგდება სკოლის მოსწავლეების მშობლებს თავიანთ ავტომანქანებზე მისაკრავად. |
აქტიური სკოლის ჰიმნი – სკოლის მოსწავლეები, თავის მასწავლებლებთან ერთად თხზავენ აქტიური სკოლის ჰიმნს. |
გაიცემა ფიზიკურ აქტივობაზე ორიენტირებული საკლასო ჯილდოები/პრიზები, მაგალითად, მოსწავლეებს შეიძლება გადაეცეთ ჯილდო, რომელიც ადგილობრივ გასართობ მოედანზე გართობას მოიცავს, ან მათ მიეცემათ დამატებითი დრო სკოლის სათამაშო მოედანზე გასართობად, ასევე, მოსწავლეებს, ჯილდოს სახით შეუძლიათ სცადონ პენალტით კარში ბურთი გაუტანონ მასწავლებელს, კლასის დამრიგებელს ან სკოლის დირექტორს. |
შეჩერდი და იხტუნავე – აპროლის თვეში მოსწავლეები ერთვებიან ინიციატივაში, სახელწოდებით „შეჩერდი და იხტუნავე“, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც სკოლის ზარის ხმას გაიგებენ, მოსწავლეები ანებებენ თავს ნებისმიერ საქმიანობას, რომელშიც ისინი არიან ჩართული, და იწყებენ ხტუნვას მანამ სანამ ზარი განმეორებით არ დარეკავს. |
ყოვედღიურად, მას შემდეგ რაც დარეკევს სკოლის ზარი, რომელიც გაკვეთილებს შორის დასვენებას აუწყებს მოსწავლეებს, ისინი იწყებენ კონკრეტული ფიზიკური ვარჯიშის შესრულებას და ასრულებენ მას ერთი წუთის განმავლობაში, სანამ ზარი განმეორებით არ დარეკავს. კვირის სხვადასხვა დღეს სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიში სრულდება, მაგალითად, ორშაბათი – ხტუნვა „მაკრატელი“; სამშაბათი – ადგილზე სირბილი; ოთხშაბათი – თავისუფალი ვარჯიში, ხუთშაბათი – მუხლის იდაყვთან მიტანა; პარასკევი – მასწავლებლის მიერ შერჩეული ვარჯიში. |
გართობა პარასკევს – ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი ვარჯიში, რომლის დროსაც მოსწავლეები და მასწავლებლები უსმენენ სახალისო და ენერგიულ სიმღერას და ცეკვავენ; აქტივობა სრულდება ყოველ პარასკევს. |
გენერალური საგაზაფხულო დასუფთავება – მთელი სკოლა მონაწილეობს ქალაქის ქუჩების დასუფთავებაში. ყოველწლიურად შეგროვებული ნარჩენები იზომება და წარმოებს წლიდან წლამდე მათი მოცულობების ერთმანეთთან შედარება. |
იქმნება ნორჩ მებაღეთა კლუბი, რომელიც გუნდური თამაშებითა და სპორტით ნაკლებად დაინტერესებულ მოსწავლეებს სთავაზობს ფიზიკურ აქტივობაში ჩაბმას, როგორიცაა მცენარეების დარგვა, მიწის სარეველებისგან გაწმენდა, ნარგავების მორწყვა, სასუქის დაყრა და მოსავლის აღება. |
სკოლას სტუმრობს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრება საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. |
აქტიური სკოლის კომიტეტი გამოდის ინიციატივით, მთელი წლის მანძილზე, ყოველი ოთხშაბათი გამოცხადდეს სკოლაში ფეხით მგზავრობის დღედ. მაღალი ხილვადობის ჟილეტებში გამოწყობილი მოსწავლეები მონაწილეობენ ღონისძიებაში. |
სკოლის ყველა მოსწავლეს, დაწყებითი კლასის მოსწავლეებიდან დაწყებული მაღალი კლასის მოსწავლეებით დამთავრებული, ურიგდებათ ბარათები, რომლებიც სკოლაში ფეხით სიარულს აღრიცხავს. აქტიური სკოლის კომიტეტი აწარმოებს აღნიშნული ბარათებებზე მონიტორინგს; კომიტეტის წევრებს აღნიშვნები დააქვთ იმ მოსწავლეთა ბარათებზე, რომლებიც სკოლაში ფეხით მოდიან. |
ლამაზი ფეხსაცმლის დღე – მოსწავლეები სხვადასხვაგვარად რთავენ და ალამაზებენ საკუთარ ფეხსაცმლებს, რაც ემსახურება სკოლაში ფეხით სიარულისა და ფიზიკური ვარჯიშის პოპულარიზაციას. |
სასწავლო წლის დასაწყისში, მოსწავლეების მშობლებს სახლებში ეგზავნებათ კითხვარი, რომელსაც ისინი ავსებენ ინფორმაციით, რომელიც ეხება მათი შვილების სკოლაში ფიზიკურ დატვირთვასთან (ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები, ფიზიკური აქტივობები, სპორტი) დაკავშირებულ გამოცდილებას. მშობლებისგან მიღებული პასუხების ანალიზის საფუძველზე წარმოებს იმ ელემენტების გამოვლენა, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. |
ტენისის კლუბის (ან სხვა ნებისმიერი სპორტული კლუბის) წევრი სკოლაში აწყობს სამუშაო შეხვედრას/სემინარს, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობაც აქვთ ნებისმიერი კლასის მოსწავლეებს და რომლის ფარგლებშიც ისინი ეცნობიან, თუ რას სთავაზობს მათ ადგილობრივი სპორტული კლუბი. |
სკოლა მოსწავლეებსა და მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, სპორტი აღიქვან როგორც დადებითი, უსაფრთხო და სასიამოვნო გამოცდილება. |
აქტიური სკოლის კომიტეტი მოსწავლეთა გამოკითხვის საშუალებით აწარმოებს კლვევას, იმის გასარკვევად თუ რომელ კლუბებში არიან გაწევრიანებული მოსწავლეები. |