სკოლის შესაძლებლობების შესწავლა, რათა სკოლა ვაქციოთ „ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების კერად“
Living Democracy » Principals » აქტიური სკოლა » მზადება » სკოლის შესაძლებლობების შესწავლა, რათა სკოლა ვაქციოთ „ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების კერად“მოამზადეთ სკოლის გეგმა, რომელზეც დატანილი იქნება სკოლის შემოგარენში არსებული ყველა ადგილი, მათ შორის ადგილები, სადაც მცენარეებია დარგული, ადგილები, სადაც კიბეებია მოთავსებული, ადგილები, რომლებიც კედლებით არის შემორაგული, ადგილები, რომლებიც გადახურულია და ა.შ. შეისწავლეთ სკოლის შემოგარენის გეგმა და დაფიქრდით შემდეგზე:
- რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი მარტივად?
- არის სკოლის შემოგარენში ადგილები, კუთხეები ან კიბეები, რომლებიც ფიზიკური აქტივობების ადგილებად შეიძლება იქნეს გამოყენებული?
- არის სკოლის შემოგარენში ადგილები, სადაც მოსწავლეები ფიზიკური აქტივობებით ისედაც არიან დაკავებული?
დაურიგეთ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სკოლის შემოგარენის გეგმა.
მოაწყეთ ფოტოებისა ან ნახატების კონკურსი და გამოფენა და თავი მოუყარეთ რაც შეიძლება მეტ იდეას.
- არ საჭიროებს მნიშვნელოვან ხარჯებს.
- მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა ყველას.
- საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა ეძლევა ყველას (მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის მეზობლად მაცხოვრებელ მოსახლეობას, სკოლის პერსონალს).
შემდეგ შეგიძლიათ შეუდგეთ გეგმის გახორციელებას!