რა არის საჭირო იმისთვის, რომ აქტივობები უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს
Living Democracy » Principals » აქტიური სკოლა » მზადება » რა არის საჭირო იმისთვის, რომ აქტივობები უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდესახალგაზრდა და ფიზიკურად აქტიური!
რა არის საჭირო იმისთვის, რომ აქტივობები უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს ახალგაზრდებისათვის (ჯანმო, 2012 წ.)
ფიზიკურ აქტიურობას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. მას დიდი წვლილი შეაქვს ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაში, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში; ფიზიკური აქტიურობა ხელს უწყობს პიროვნების დამოუკიდებლობას, მის ჯანმრთელ ზრდას და ძირითადი ფიზიკური უნარების განვითარებას. ახალგაზრდების ჯანმრთელობის ბოლოდროინდელი კვლევა მტკიცებულებების საფუძველზე ადასტურებს კავშირს ერთი მხრივ ფიზიკურ აქტივობასა და მეორე მხრივ აკადემიურ მოსწრებასა და შემეცნების უნარს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოდ არის ცნობილი და აღიარებული აქტიური ცხოვრების წესთან დაკავშირებული სარგებელი, ეპიდემიოლოგიური კვლევების საფუძველზე დგინდება, რომ ბავშვებსა და მოზარდებში უმოქმედობა და ფიზიკური დატვირთვის სიმწირე მზარდ პრობლემას წარმოადგენს. ჯანმოს უახლესი მოხსენების თანახმად, რომელიც ეყრდნობა ჯანმოს ევროპის რეგიონის 35 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სკოლის ასაკის (11, 13 და 15 წლის) მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევას, ახალგაზრდების ორ მესამედზე მეტი არ არის ფიზიკური აქტივობით დაკავებული კვირაში მინიმუმ 5 დღე, დღეში 60 წუთის განმავლობაში, რასაც ჯანმოს მიმდინარე რეკომენდაცია ითვალისწინებს. ფიზიკურ აქტივობაში ჩაბმის მაჩვენებელი მკვეთრად იკლებს 11-დან 15 წლამდე მოზარდებს შორის.
ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები, ისევე როგორც, უსაფრთხოების, საშუალებებზე წვდომა და ამინდის პირობები გავლენას ახდენს ბავშვებისა და მოზარდების ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესზე, ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობებზე ზემოქმედების საშუალებით. გარდა ამისა, ბავშვებისა და მოზარდების ფიზიკურ აქტივობებში ჩართვაზე დადებით ან უარყოფით გავლენას ახდენენ მათი თანატოლებიც. ევროპის მასშტაბით დანერგილია მრავალი მიდგომა და ინტერვენცია, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობის მაჩვენებლის ზრდას, ხელისშემწყობი პირობების შექმნის საშუალებით.
ევროპაში ფიზიკური აქტივობის აქტიურ მომხრეთა საერთო გამოწვევას წარმოადგენს ახალგაზრდების ჩართვა მათთვის შეთავაზებულ ფიზიკურ აქტივობებში. პრობლემის საფუძველს წარმოადგენს ახალგაზრდების ინტერესების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა და, აქედან გამომდინარე, ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ფიზიკური აქტივობების დეფიციტი. ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, შემუშავდა პროექტი, რომელიც გულისხმობდა მოდელის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფდა ფიზიკური აქტივობების მორგებას ახალგარდების ინტერესებსა და საჭიროებებზე, რათა ეს აქტივობები უფრო საინტერესო და მიმზიდველი ყოფილიყო ახალგაზრდებისათვის. მოდელის ოპტიმიზაციის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო გათვალისწინებული ახალგაზრდების ხედვა და მოსაზრებები, რომლებსაც აჟღერებდნენ ევროპაში ბავშვთა გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის სამოქმედო გეგმის (CEHAPE) ქსელის ახალგაზრდა დელეგატები.
ა. ფიზიკური გარემო
ფიზიკურ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართვისთვის საჭირო საშუალებები, აღჭურვილობა და გარემო
- ადგილმდებარეობა: მარტივი წვდომა
- ფინანსური ხელმისაწვდომობა
- ღია სივრცეში ორგანიზებული
- არ იწვევს ჰაერის დაბინძურებას
- ფეხით, ველოსიპედით გადაადგილება
- აღჭურვილობა და საშუალებები
- სპორტული კლუბები
ბ. სოციალური გარემო
ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობასთან დაკავშირებული პირები, კულტურა და დამოკიდებულებები
ფიზიკური აქტივობის კულტურა: ასპექტები, როგორიცაა თანამშრომლობა, ინტეგრაცია, პოზიტიური დამოკიდებულება, გუნდური სულისკვეთება და კომუნიკაცია, დასახელებული იქნა როგორც ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობით სიამოვნების განცდას და დადებითი გამოცდილების მიღებას.
- ჯანსაღი კონკურენცია
- ინსტრუქტორი
- სოციალიზაცია
- ჯანმრთელობისთვის სარგებლის მომტანი
- არჩევანი
- ეროვნული ელემენტები და ცნობილი სახეები
გ. პირადი გამოცდილება და მონაწილეობა
ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობისათვის საჭირო პირადი ფაქტორები
- დამოუკიდებლობა და თავდაჯერებულობა
- განტვირთვა
- ზედმეტი დატვირთვის თავიდან აცილება და სხეულის დაზიანების რისკების შემცირება
- გართობა – ენდორფინები, ადრენალინი, სიამოვნება