მასწავლებლების მომზადება და აქტივობების დაგეგმვა ჩემს სკოლაში
Living Democracy » Principals » აქტიური სკოლა » მზადება » მასწავლებლების მომზადება და აქტივობების დაგეგმვა ჩემს სკოლაშიფიზიკურად აქტიური სკოლა არა მხოლოდ მოსწავლეების აქტიურობას გულისხმობს, არამედ სრულიად სკოლის საზოგადოების აქტიურობას! შესაბამისად, მასწავლებლები და სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალიც ამ პროგრამაში უნდა იყოს ჩართული. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ მოქმედება, ვიდრე მოსწავლეებთან ერთად შევუდგებით პროგრამის გახორციელებას ჩვენს სკოლაში.
ჩვენი პროგრამა ისე იქნება შემუშავებული, რომ ერთდროულად იყოს ინკლუზიურიც, აქტიურიც და სახალისოც და დაეხმაროს სკოლის საზოგადოების თითოეულ წევრს აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი ჯანმრთელობისა და კეთიდღეობის მთელი ცხოვრების მანძილზე შენარჩუნებაზე.
მცირერიცხოვან გუნდთან ერთად, მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, შევიმუშავებ კონცეფციასა და შევადგენ გეგმას. გუნდი არ იქნება შემდგარი მხოლოდ ფიზიკური აღზრდის საგნის მასწავლებლებისაგან! არასპორტული კოლეგებიც იქნებიან ჩართული გეგმის შემუშავების პროცესებში.
ჩვენი პროგრამა მონაწილეებს საშუალებას აძლევს გამოიიმუშაონ მოძრაობისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები, რათა ყველამ თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს როგორც ჯგუფური მუშაობის პროცესში, ასევე ისეთ გარემოში, რომელიც ფიზიკურ მოძრაობას გულისხმობს; რაც უფრო მტკიცეს ხდის იმის შესაძლებლობას რომ მონაწილეებმა პროგრამა ინდივიდუალურად გააგრძელონ ან სხვებთან ერთად ჩაერთონ მასში.
ა. ინფორმაცია: ჩვენი – მასწავლებლებისა და სკოლის პერონალის – ხედვა
- ჩვენ ყურადღებას უფრო ვამახვილებთ აქტივობებზე, რომლებითაც ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა იყოს დაკავებული, ვიდრე გუნდურ ან ინდივიდუალურ სპორტზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალოსნობა, სირბილი, იოგა, აერობიკა, ფრისბის (მფრინავი დისკი) და სოფტბოლი შესაძლებელია მიჩნეული იქნეს გუნდური და/ან ინდივიდუალური სპორტის სახეობებად, ამ აქტივობებით უფრო ხანგრძლივად კავდებიან ადამიანები, ვიდრე ისეთი სპორტის სახეობებით, როგორიცაა ფეხბურთი, კალათბურთი, ან სპორტის სახეობები, რომლებიც მოედნებისა ან სპეციალური ბილიკების გამოყენებას და შეჯიბრს გულისხმობს.
- ჩვენ მოსწავლეებს ვთავაზობთ ისეთ ფიზიკურ აქტივობებს, რომლებსაც ისინი სიამოვნებით ასრულებენ და რომელთა დამოუკიდებლად შესრულების სურვილიც მათ შეიძლება გაუჩნდეთ. ამრიგად, ჩვენ მათ ვასწავლით ისეთ მოძრაობებს, რომლებიც მათ იმდენად მოსწონთ, რომ სურთ ეს მოძრაობები შეასრულონ დასვენებებზეც, სკოლის შემდეგ, ან სახლში, და ურჩევნიათ ამ აქტივობებით იყვნენ დაკავებული ვიდრე ვიდეო თამაშით ან ტელევიზორის ყურებით. მიზანს წარმოადგენს აქტივობების იმგვარად დაგეგმვა, რომ მათი შესრულება მოსწავლეებისათვის სახალისო იყოს და არ იყოს მიჩნეული როგორც სავალდებულო ვარჯიში.
- ჩვენ შეგვიძლია მოსწავლეებს შევთავაზოთ ძალოსნობაში გაწვრთნა, სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით, ნაცვლად ფიზიკური აღზრდის ტრადიციული გაკვეთილებისა, რაც მათ ისეთი ფიზიკური უნარის გამომუშავებაში დაეხმარება, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე დასჭირდებათ, და რომლითაც შეუძლიათ დაკავდნენ მაშინაც კი, როდესაც უკვე ზრდასრული ადამიანები იქნებიან. ჩვენ მათ შევთავაზებთ მოკლე, ოთხ ან ექვსკვირიან პროგრამას, რათა მოსინჯონ რა ფიზიკური აქტივობით სურთ დაკავდნენ მომავალში.
- ჩვენ პროგრამაში ჩავრთავთ აქტივობებს, რომელთა შესრულებაც შეეძლება ყველა მოსწავლესა თუ ზრდასრულს. ზოგიერთი მოსწავლე სხვებთან შედარებით უფრო სპორტულია, ზოგს განვითარების შეფერხება აქვს, ზოგიერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, რაც არ აძლევს მათ საშუალებას მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ ფიზიკურ აქტივობებში. ფიზიკური აღზრდის ჩვენ მიერ შემოთავაზებული პროგრამა ორიენტირებული იქნება სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებზე, რომელთა საფუძველსაც მოძრაობა წარმოადგენს და რომლებიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს მათში მონაწილეობის შესაძლებლობას, და რომლებიც ბევრმა სპორტული მიდრეკილების მქონე მოსწავლემ შესაძლებელია გამოწვევადაც კი ჩათვალოს, ამ აქტივობებში მათთვის უცნობი ელემენტების არსებობის გამო.
ბ. მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის მომზადება
- ჩვენ ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისადმი ჰოლისტიკურ მიდგომას ვირჩევთ. ჯანმრთელი და ბედნიერი მოსწავლეები თუ გვინდა რომ გვყავდეს, მიზნის მიღწევას საკუთარ თავზე მუშაობით უნდა შევუდგეთ.
- ყველა ადამიანი თავად განსაზღვრავს საკუთარ მიზნებს. ნებისმიერი პირის მიერ დასახული ნებისმიერი მიზანი მნიშვნელოვანია! კარგი და სასარგებლო ჩვევების შეთვისებით ჩვენს მოსწავლეებს საუკეთესო მაგალითს მივცემთ და, ასევე, დავანახებთ მათ, რომ ჩვენ მხოლოდ ფიზიკური აღზრდით არ შემოვიფარგლებით, და რომ არსებობს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უამრავი მარტივი გზა. სკოლის ზოგიერთი თანამშრომელი შესაძლებელია არ დაგეთანხმოთ, ეს სავსებით ბუნებრივია. თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ არ დათმოთ საკუთარი პოზიცია: პროგრამები, რომლებიც მოსწავლეთა ჯანმრთელობისა და სიჯანსაღის გაუმჯობესებასა და შენარჩუნებას ემსახურება, უმნიშვნელოვანესია და აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს სასკოლო განათლების ნაწილს.
- დემოკრატიის შესახებ სწავლა და დემოკრატიული პრონციპებით ცხოვრება თავის თავში გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესების შესახებ სწავლასა და ჯანსაღი ცხოვრების წესებით ცხოვრებას. მთელი სკოლის ჩართვაა შესაძლებელი ამ პროცესში, სოციალური მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული საგნების სწავლებისას მოსწავლეებისათვის ამ ცნებების სწავლების საშუალებით. ჩვენ ერთად შევიმუშავებთ გეგმას, რომელიც სხვადასხვა საგნების სწავლებისას ამ ელემენტების ჩართვას ემსახურება. რომელი მასწავლებელი რა ელემენტის სწავლებაზე აიღებს პასუხისმგებლობას? როგორ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს საჭირო ინფორმაცია?
- ჩვენ ერთად ვგეგმავთ ჯანმრთელობისა და კვების პროგრამების ჩართვას როგორც ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებში, ასევე სხვა, ყოველდღიური გაკვეთილების ფორმატში. ჯანმრთელობა და კვება ისეთივე მნიშვნელოვანი უნდა იყოს, როგორც მათემატიკა და ენები, თუ ჩვენ გვსურს რომ სკოლის სასწავლო პროგრამა მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული და რელევანტური იყოს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ჯანმრთელი და ძლიერი მოსწავლეები უკეთ სწავლობენ.
- ფიზიკური აღზრდისა და სასწავლო პროგრამების გაუმჯობესება იმ სტრატეგიის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც წარმატებისკენ მივყევართ. ჩვენი სკოლა შეეცდება გამონახოს მოსწავლეთა ფიზიკური შესაძლებლობების შეფასების გზები, იმ სფეროების გამოსავლენად, რომლებიც დამატებით მუშაობასა და გაუმჯობესებას საჭიროებს. გარდა ამისა, ყველა მოსწავლეს (და სკოლის თანამშრომელს) დაევალება აწარმოოს პირადი დღიური ან პორტფოლიო, რომელშიც ისინი შეიტანენ ინფორმაციასა და მონაცემებს, და რომლებიც მათ დაეხმარება თავალი ადევნონ საკუთარ მიღწევებს, ფიზიკური განვითარების მიმართულებით.
მას შემდეგ რაც თქვენი სკოლის მასწავლებლები და სხვა პერსონალი გადადგამენ პირველ ნაბიჯებს საკუთარი გაჯანსაღებისა და ფიზიკური განვითარების მიმართულებით, შეგიძლიათ შეუდგეთ სკოლაში პროგრამის დანერგვას მოსწავლეების მონაწილეობით.